29-03-2023
„ქართული ოცნების“ ქედის რაიონულ ორგანიზაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე უხელმძღვანელებს.
ქედაში გამართულ კონფერენციაზე აირჩიეს ბიუროს წევრებიც. კონფერენციაში მონაწილეობდნენ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, გენერალური მდივანი, კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე, აჭარის უმაღლეს საბჭოში ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი, ფრიდონ ფუტკარაძე, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი, ანზორ ბოლქვაძე, უმრავლესობის წევრი, ალექსანდრე ტაბატაძე, ქედის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან ცინცაძე.
„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები უკვე ჩატარდა ბათუმში, ხულოში, შუახევსა და ქედაში. 30 მარტს კი კონფერენციები ხელვაჩაურსა და ქობულეთში გაიმართება. „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას მართავს.
16-11-2024
16-11-2024