გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ComCom-მა ხელვაჩაურში 450-მდე ადგილობრივს ინტერნეტის გამოყენება ასწავლა

30-03-2023

კომუნიკაციების კომისიამ ხელვაჩაურში, ციფრული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფელ ზემო ჯოჭოდან, ქვემო ჯოჭოდან, ზანაქიძეებიდან, ოთაბათუმიდან, მასაურადან, თხილნარიდან და ყოროლისთავიდან დამატებით 150-მდე ადგილობრივი ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებასა და ციფრულ წიგნიერებაში გადაამზადა.


ციფრული მხარდაჭერის პროგრამა, რომლის მეშვეობითაც მონაწილეები ინფორმაციის მოძიებას, ელ-ფოსტის გამოყენებას, გუგლის რუქითა და თარჯიმნით სარგებლობას, ადგილმდებარეობის გაზიარებასა და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებას სწავლობენ, ხელვაჩაურში 13 თებერვალს დაიწყო და უკვე 450-მდე გადამზადებული ბენეფიციარი ჰყავს.


შეგახსენებთ, რომ ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად, ხორციელდება პროექტი Log-in Georgia, რომლის შემადგენელი ნაწილიც ციფრული მხარდაჭერის პროგრამაა. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930