გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მალხაზ გულაშვილი სააკაშვილის დროს პატიმრობაზე: ვისაც ჩემზე მეტი ჯოჯოხეთი გაგივლიათ, ვინც შვილთან ერთად მჯდარხართ ციხეში, ყოფილხართ დევნაში - გეპატიჟებით ჯერ გადაცემაში, შემდგომ სუფრაზე

30-03-2023

მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელი, მალხაზ გულაშვილი, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, მის მიმართ განხორციელებულ დევნას და ორთაჭალის ციხეში გატარებულ პერიოდს სოციალურ ქსელში აფასებს.

 

გულაშვილი იხსენებს მისი მისამართით განხორციელებულ პროვოკაციებს, მუქარებს და მცირეწლოვან შვილთან ერთად პატიმრობას ჯოჯოხეთს უწოდებს.

 

მისივე თქმით, ოჯხთან ერთად მძიმე ფსიქოლოგიური და მატერიალური ტერორი გამოიარა, რამაც მათზე მძიმე კვალი დატოვა.

 

,,ყოველნაირად გვავიწროებენ, მაგრამ დათრგუნვილად არა ვგრძნობთ თავს; გამოუვალ დღეში გვაგდებენ, მაგრამ მაონც ვპოულობთ გამოსავალს. დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიუსაფარნი, გვამხობენ, მაგრამ ბოლოს ვერ გვიღებენ" (2 კორინთ. 4. 8-9). აი ზუსტად ეს გზა გავიარეთ მე და ჩემმა ოჯახმა საკაშვილის ფაშისტური რეჟიმის დროს, სურათზე ვტოვებ ორთაჭალის ზონას ,,თავისუფლება,, მანამდე კი; მუქარები სიტყვიერი, იარაღით მუქარები, დაჭერის ბევრი მცდელობა, გატაცება შვილის, პროვოკაციები, დანომრილი აგენტების მოჩენა, უმძიმესი პროვოკაცია ტვ კავკასიაში,საქართველოს დატოვება ახალგორში გადასვლა ფეხით შვილთან ერთად , სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ჩემზე და ჩემს მცირეწლოვან ვაჟზე, იძულებითი ყოფნა რუსეთში ერთი წელი, 6 თვე აზერბაიჯანში, წითელ ხიდზე ჩაბარება რათა დაიწყოს ჯოჯოხეთის დასასრული, ციხე ერთი წელი და 3 დღე, დიდი გაჭირვება მატერიალური ,ფინანსური, ოჯახზე მუდმივი ფსიქოლოგიური ტერორი! რომლის შედეგები დღემდე მძლავრ კვალს ტოვებს, განთავისუფლება ჰოლდინგის აღდგენა ინგლისური გაზეთის გამოშვება, რადიოს ყიდვა, ტვ, სადოქტოროს დაცვა ! თუმცა ცხოვრება გრძელდება, ვისაც ჩემზე მეტი ჯოჯოხეთი გაგივლიათ, ამ ფაშისტების დროს, ვინც შვილთან ერთად მჯდარხართ ციხეში, ვინც საკუთარი ფეხით იძულებული გარემოებების გამო მისულხართ ციხეში,ყოფილხართ დევნაში, გეპატიჟებით ჯერ გადაცემაში, შემდგომ სუფრაზე მადლობა უფალო ყველაფრისთვის და იმისთვისაც რაც მელოდება“ - წერს გულაშვილი სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930