30-03-2023
სტუდენტების სამეწარმეო საქმიანობაში ჩართვისა და დასაქმების მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა მოაწერეს.
თანამშრომლობის ძირითადი მიზანიასააგენტოში თსუ სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის პრაქტიკის, სტაჟირებისა და დასაქმების ხელშეწყობა. ასევე, სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ტრენინგ კურსებში უნივერსიტეტის მაღალკვალიფიციური პერსონალის ჩართვა.
თსუ სტუდენტებში მეწარმეობისა და ინვესტირების მიმართულებით ცოდნის გაღრმავების მიზნით, ასევე იგეგმება სააგენტოსა და მათი პარტნიორი ორგანიზაციების ხელმძღვანელების საჯარო ლექცია-სემინარები.
მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს სააგენტოს აქტიურ ჩართულობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამების ჩამოყალიბებაში.
16-11-2024
16-11-2024