30-03-2023
სამი დღის განმავლობაში კონფერენციები გაიმართა ბათუმში, ხულოში, შუახევში, ქედაში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, გენერალური მდივანი, კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, აჭარის მთავრობისა და პარტიის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები აჭარიდან - რესან კონცელიძე, ანზორ ბოლქვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ფრიდონ ფუტკარაძე, ფატი ხალვაში, ცოტნე ანანიძე, აჭარის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები. კონფერენციებზე პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.
„ქართული ოცნების“ ბათუმის საქალაქო ორგანიზაციას ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ჩიქოვანი უხელმძღვანელებს; ქობულეთის ორგანიზაციას - ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ზოიძე;ხულოს ორგანიზაციას - ხულოს მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ ბერიძე;შუახევის ორგანიზაციას - შუახევის მუნიციპალიტეტის მერი, ომარ ტაკიძე;ქედის ორგანიზაციას - ქედის მუნიციპალიტეტის მერი, როლანდ ბერიძე; ხელვაჩაურის ორგანიზაციას - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე;
„ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს.
16-11-2024
16-11-2024