30-03-2023
„ურთულესი გამოწვევების ფონზე, ყოველდღიურად გაზრდილი საფრთხეების ფონზე, 24 საათიანი შრომით ახერხებს ,,ქართული ოცნება" იმას, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ამას ითხოვს ჩვენგან ხალხი და ამ იმედს არასდროს გავუცრუებთ“- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე აცხადებს.
მისივე თქმით, თურქეთის პრეზიდენტის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არსებობენ ძალები რომლებსაც სურთ უფრო მეტი სახელმწიფო ჩაერთოს რუსეთ-უკრაინის ომში.
„ბოლო ორი წელი თურქეთის ძალისხმევა რომ არ ყოფილიყო, დასავლური კლუბი თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაითრევდა“ განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. 2 წელია ომში ჩათრევის გამოწვევები აქვს ნატოს წევრ სახელმწიფოს, რომლის მოსახლეობა 85 000 000 ადამიანია და რომელსაც ჰყავს უძლიერესი ჯარი, აქვს უძლიერესი შეიარაღება, თუმცა კბილებით იცავს და ინარჩუნებს მშვიდობას.
ალბათ ახლა უფრო ადვილი წარმოსადგენია რა ზეწოლის და წნეხის ქვეშ არის 3 700 000 მოსახლეობის მქონე საქართველო, რომელიც არ არის ნატოს წევრი და თან ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული რუსეთს, ამ ტერიტორიებზეა სამხედრო ბაზები: ცხინვალის რეგიონში მე-4 სამხედრო ბაზა ცხინვალსა და ჯავაში არის განთავსებული, ხოლო აფხაზეთში მე-7 რუსული ბაზა დისლოცირებულია გუდაუთასა და ოჩამჩირეში. წლებია იზრდება ბაზების პირადი შემადგენლობა, ბოლო მონაცემებით, ორივე ბაზაზე 10 ათასამდე პირი მსახურობს. ცხინვალში განთავსებული საოკუპაციო მე-4 სამხედრო ბაზა, რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის, 58-ე არმიის შემადგენლობაში შედის.
სამხედრო ბაზაზე 4500-მდე მოსამსახურეა, ამას ემატება რეგიონში განთავსებული „ეფესბეს“ სასაზღვრო სამსახურის 1200-კაციანი კონტინგენტი, ეს შემადგენლობა საოკუპაციო ხაზის მოწყობასა და დაცვაზეა პასუხისმგებელი.
თურქეთის პრეზიდენტის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არსებობენ ძალები რომლებსაც სურთ უფრო მეტი სახელმწიფო ჩაერთოს რუსეთ-უკრაინის ომში და მათი გეგმა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე სრულიად რეალურია. დიახ, ამ ურთულესი გამოწვევების ფონზე, ყოველდღიურად გაზრდილი საფრთხეების ფონზე, 24 საათიანი შრომით ახერხებს ,,ქართული ოცნება" იმას, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ამას ითხოვს ჩვენგან ხალხი და ამ იმედს არასდროს გავუცრუებთ“- წერს ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.
16-11-2024
16-11-2024