გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თელავსა და ბაკურციხეში დევნილთათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

5-08-2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით კახეთის რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა.


ქალაქ თელავსა და სოფელ ბაკურციხეში მცხოვრებმა დევნილმა მოსახლეობამ მიიღო ოჯახის ექიმის, თერაპევტის, კარდიოლოგის, პედიატრის, ნევროლოგის, გინეკოლოგის, ქირურგის, ოფთალმოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, ენდოკრინოლოგის, უროლოგის, დერმატოლოგისა და ბავშვთა ენდოკრინოლოგის მომსახურება.


ჩატარდა ლაბორატორიული გამოკვლევები, ასევე, აქციაში მონაწილე პირებს ჩაუტარდათ C ჰეპატიტის სკრინინგი.


ექიმების დანიშნულების შესაბამისად აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაზე გაიცა უფასო მედიკამენტები.


ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დევნილ მოსახლეობას ყველა საჭირო საკითხზე უფასო იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს.


გამოკვლევების მიმდინარეობის პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსტა და ეკონომიკის მინისტრი მურმან ფარფალია და მთავრობის სხვა წევრები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031