გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რომან კაკულია : უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილნი, რათა მთავარი მიზანი , ევროპასთან ჩვენი ინტეგრაციის პროცესი არ დავაზიანოთ.  

6-08-2018


,,ჩვენ პოლიტიკოსებს ისე, როგორც არასდროს გვმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე იმიტომ, რომ ისე , როგორც არასდროს ჩვენ ვართ განსაკუთრებულად ახლოს ევროკავშირთან.  ნებისმიერი საგარეო-პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც ქართული საზოგადოების ამ ყველაზე მნიშვნელოვან მიზანთან  წინააღმდეგობაში მოვა, ცხადია ვერ ჩაითვლება სწორ ნაბიჯად  ჩვენი ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე“- ასე გამოეხმაურა რომან კაკულია დიმიტრი მედვედევის განცხადებას.

როგორც რომან კაკულიამ განაცხადა, საჭიროა ძალიან ფრთხილი, აწონ-დაწონილი საგარეო პოლიტიკის ყვეა წახნაგი, რათა მთავარი მიზანი , ევროპასთან  ინტეგრაციის პროცესი არ დავაზიანოთ.

 

,,ჩვენი ურთიერთობა ევროპასთან ნიშნავს ევროპასთან ეკონომიკურ ურთიერთობას და იმ აუცილებელი, გრძელვადიანი და პროგნოზირებადი გარემოს არსებობას, რომლის გარეშეც ჩვენ ვერ მოვიზიდავთ იმ ინვესტიციებს, რაც საჭიროა ჩვენი ეკონომიკის მუშაობისთვის. ამიტომ, ჩვენ საგარეო და საშინაო პოლიტიკას უნდა შევხედოთ ამ კონტექსტში. არ შეიძლება ცალკე განვიხილოთ საგარეო-პოლიტიკური ნაბიჯები, თუ ის ოდნავ მაინც დააზიანებს ჩვენი შიდა პოლიტიკის ამ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას, განვითარება ეკონომიკური ვუზრუნველყოთ ჩვენი ქვეყნისათვის“,- აღნიშნა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ .

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031