გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: მდინარე აჭისწყლის ხეობაში ინერტული მასალის, ქვიშა-ხრეშის მოპოვების პროცესში არაერთი დარღვევაა

6-08-2018

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მდინარე აჭისწყლის ხეობაში ინერტული მასალის, ქვიშა-ხრეშის მოპოვების პრობლემის თაობაზე სოფელ ლიხაურის მოსახლეობის პროტესტი სამართლიანია.
მისივე თქმით, აღნიშნულ პროცესში არაერთი დარღვევაა.
ამის შესახებ განცხადება თალაკვაძემ სოციალური ქსელში გაავრცელა.

„მინდა გამოვეხმაურო ოზურგეთში, სოფელ ლიხაურში, მდინარე აჭისწყლის ხეობაში ინერტული მასალის, ქვიშა-ხრეშის მოპოვების შედეგად წარმოშობილ პრობლემას, რაზეც სოფლად მცხოვრებმა საზოგადოებამ მომმართა.

გავეცანი დოკუმენტაციას, მქონდა კომუნიკაცია მთავრობასთან, წიაღის ეროვნული სააგენტოც პირველივე შეტყობინებისთანავე ჩართულია და ადგილზე არსებულ მდგომარეობაზეც მივიღე ინფორმაცია.

რამდენადაც შემეძლო შევისწავლე საკითხი და მიმაჩნია, რომ სოფლის მცხოვრებთა პროტესტი სამართლიანია. ინერტული მასალის მოპოვების პროცესში არის არაერთი დარღვევა. მაღალი ალბათობით ზიანი ადგება გარემოს, მდინარე აჭისწყლის უნიკალურ ხეობას და ეკოსისტემას. ასევე, დადგენილი პრაქტიკით, ინერტული მასალის მოპოვებისთვის ადგილობრივი მოსახლეობის თანხმობა საჭიროა, რაზეც მუნიციპალიტეტს საკუთარი პოზიცია დაფიქსირებული უნდა ჰქონდეს.
მივმართავ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო-ს ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო-ს მიიღონ შესაბამისი ზომები და კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაჩერონ მდინარე აჭისწყლის ხეობაში ქვიშა-ხრეშის მოპოვების პროცესი, ვინაიდან იკვეთება ამის ლეგიტიმური, სამართლებრივი საფუძველი. ასევე, მიიღონ შესაბამისი ზომები ადგილზე, გარემოსადმი მიყენებული შესაძლო ზიანის გამოსწორების მიზნით.

მოსახლეობის სახელით, ვთხოვ ლიცენზიის მფლობელ მეწარმეებს გაითვალისწინონ ადგილზე შექმნილი ვითარება და გარემოს დაცვის ინტერესი“- განაცხადა თალაკვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031