გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯაბა სამუშია სტუდენტებთან შეხვედრებს განაგრძობს

5-04-2023

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა და ფაკულტეტზე არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ მათგან მოისმინა.

 

შეხვედრაზე თსუ რექტორმა ვრცლად ისაუბრა უნივერსიტეტში არსებულ მდგომარეობაზე და სამომავლო გეგმებზე. მისი თქმით, უახლოეს მომავალში განხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, აუდიტორიები აღიჭურვება უახლესი  კომპიუტერული ტექნიკით, გარემონტდება თსუ მე-10 სასწავლო კორპუსის რამდენიმე სართული.

 

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ყველგან უნდა გრძნობდეთ უნივერსიტეტის მხარდაჭერას. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ თსუ თქვენიმხარდამჭერი და  ძლიერი ზურგია სწავლაში, კვლევაში, საქართველოსა თუ უცხოეთში ყოფნისას,“- განაცხადა თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ სტუდენტებთან შეხვედრისას, რომელსაც ფაკულტეტის დეკანი გიორგი ღაღანიძე, პროფესორები და ადმინისტრაციის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.

 

ჯაბა სამუშიამ სტუდენტებს მოუწოდა მეტად ჩაერთონ სტუდენტურ აქტივობებში. მისი თქმით, უახლოეს მომავალში გამოცხადდება სახელმძღვანელოების პროექტი. კერძოდ, გამოიცემა თსუ პროფესორების მიერ დაწერილი ან თარგმნილი თანამედროვე სახელმძღვანელოები. ამასთან, სრულად გაციფრულდება სახელმძღვანელოები.

 

თსუ რექტორის ინფორმაციით, სტუდენტებს ექნებათ სტუდენტური ბარათები, რომელსაც მიებმება ძალიან ბევრი სერვისი. ამ სერვისებით თსუ სტუდენტები მნიშვნელოვანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ასევე, თსუ სასწავლო კორპუსებში გაიხსნება უცხო ენების შემსწავლელი ცენტრები, რომელშიც სტუდენტები თანამედროვე,  წარმატებული მეთოდებით შეისწავლიან უცხო ენებს.  ამ მხრივ, საინტერესო იქნება საზაფხულო ან ზამთრის ბანაკები, სადაც სტუდენტები უცხოელ სპეციალისტებთან ერთად გაიღრმავებენ ენის კომპეტენციებს. ეს ყველაფერი კი დაეხმარება სტუდენტებს ევროკავშირის პროგრამა „ერასმუს პლუსის“ მობილობის პროგრამით სარგებლობაში და  ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლაში.

 

შეხვედრის ბოლოს თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ მოისმინა სტუდენტების მოსაზრებები სხვადასხვა პრობლემურ საკითხზე. მათ შორის, კვების ობიექტების, აუდიტორიების მდგომარეობის, ბლუმბერგის ლაბორატორიაში არსებული ტექნიკური პრობლემების შესახებ და სხვა. თსუ რექტორმა სტუდენტებს შესთავაზა ჩაერთონ  საუნივერსიტეტო პრობლემების მოსაგვარებელ  სატენდერო კომისიების მუშაობაში,რათა ერთის მხრივ, პროფილის მიხედვით მიიღონ შესაბამისი პრაქტიკა და, ამავე დროს, მეტი გამჭვირვალეობა შესძინონ სატენდერო პროცესებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930