გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: რანაირად შეიძლება დანაშაულზე გქონდეს ინფორმაცია და ინტერესი არ გქონდეს, საზოგადოებას მაინც გაუზიარო ეს ინფორმაცია

6-04-2023

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას გამოეხმაურა. ქართველი მოსამართლეების დასანქცირების თაობაზე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ეს არის მართლმსაჯულების პოლიტიზების ძალიან უხეში მცდელობა“.

 

„ამ თემასთან დაკავშირებით საელჩოს ვებ გვერდზე დაიდო ე.წ. ხშირად დასმული კითხვები და ერთ-ერთი კითხვა ეხება იმას, თუ რამდენად გაუზიარებენ დანაშაულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებს იმისათვის, რომ დაიწყოს გამოძიება და პირდაპირ წერია, რომ არა-არ გაუზიარებენ. საკუთარი ინფორმაციის მიხედვით უნდა აწარმოოთ გამოძიება, ეს არის პასუხის შინაარსი.

 

ანუ იციან რომ დანაშაული ჩადენილია, ამას ხომ ამბობენ, აბა კორუფცია რა არის -პირდაპირ დანაშაულში ბრალდებაა ხომ? და პირდაპირ წერენ, რომ არ გაუზიარებენ. საზოგადოება ბუნებრივია ყველაფერს აანალიზებს. რანაირად შეიძლება დანაშაულზე გქონდეს ინფორმაცია და ელემენტარულად ინტერესი არ გქონდეს, რომ საზოგადოებას მაინც გაუზიარო ეს ინფორმაცია. აქედან ჩანს რეალურად რაშიც არის საქმე. ეს არის მართლმსაჯულების პოლიტიზების ძალიან უხეში მცდელობა და ეს პირველი მცდელობა არ არის. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. 2012 წელს ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ ის დრო, როდესაც ხორციელდებოდა უხეში ჩარევა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში და ამის დაბრუნებას ვერ დავუშვებთ ვისი ხელითაც არ უნდა მოხდეს ეს, იქნება ეს ნაცმოძრაობა, უცხოელი აგენტები, ენჯეოები თუ ნებისმიერი სხვა. ამას ვერ დავუშვებთ, სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი საქართველოში და მით უმეტეს, ვერ დავუშვებთ რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობის“ ხელით ისევ სასამართლოს სისტემის მართვას, ეს გამორიცხულია“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930