გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ისთერნ პრომოუშენსი და თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის რიგით 26-ე ჯაზფესტივალს

6-04-2023

9-11 მაისს თბილისი რიგით 26-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს. თიბისი კონცეპტი და ისთერნ პრომოუშენსი ჯაზის მოყვარულებს ტრადიციულად სხვადასხვა ღონისძიებებს შესთავაზებენ. წლევანდელი ფესტივალის სტუმრები, როგორც ყოველთვის,მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან.

9 მაისი 

  • 00 დარბაზი „ჯაზ ლაბი“ - ლუკა თოფურია და მისი ბენდი
  • 00 სთარს თეიჯი- ჯაზზთეიქს სუპერგრუპ(JAZZ/TAKES SUPERGROUP ft.: BillEvans, NielsLanDoky, FelixPastorius&HarveyMason)

10 მაისი

  • 00 დარბაზი „ჯაზ ლაბი“ - მარტინ კრატოჩვილი და ჯაზ ქიუ(MartinKratochvil&Jazz Q) ჩეხეთი
  • 00 სთარსთეიჯი- გენიოსად წოდებული იტალიელი პიანისტი სტეფანო ბოლანი, ვარიაციები როკ ოპერა „სუპერ სტარზე“ (STEFANO BOLLANI PianovariationsontheRockOpera “JesusChristSuperstar”)
  • მაისი
  • 00 დარბაზი „ჯაზ ლაბი“ - იტალიური ბენდი მოტელ კაიჯუ(MotelKaiju)
  • 00 სთარსთეიჯი- ლეგენდარული სტენლი კლარკი (STANLEY CLARKE N’4Ever)

წლევანდელ ჯაზფესტივალს კვლავ „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ მასპინძლობს. ფესტივალის განმავლობაში, სასტუმროს ფოიეში ყოველდღიურად გაიმართება სხვადასხვა აქტივობები:

ირაკლი ჩიქოვანის პერსონალური გამოფენა „ჯაზის საათი“.

კომპანია „აუდიო ლაბის“  ვინილების გამოფენა/გაყიდვა.

კახა თოლორდავას ფილმის „პირველ პირში - ერთი ფესტივალის ამბავი“ (ფილმი მეორე) პრემიერა.

 

ჯაზფესტივალის სტუმრებისთვის კარი 19:00 საათზე გაიღება.

 

ფესტივალს ტრადიციული წარმდგენია თიბისი კონცეპტი. მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, იტალიისა და ჩეხეთის საელჩო, ჩეხეთის კულტურის ცენტრი.

ფესტივალის სპონსორია ვიზა.

საინფორმაციო მხარდაჭერა: იმედი TV, რადიო ფორტუნა, ონლაინ ჟურნალი „მარკეტერი“, ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთი“,  სარეკლამო სააგენტო „ალმა“.

ტექნიკური მხარდაჭერა: „ბეხშტაინი“, „საუნდ სითი“ და „ემ ეს ლაითსი“.

ბილეთები გაიყიდება www.tkt.ge-ზე. თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება, ხოლო თიბისი ვიზა ბარათის მფლობელებზე 10%-იანი ფასდაკლება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031