გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: 9 აპრილს, იმპერიალისტების იდეოლოგიური შთამომავლები და მემკვიდრეები საკუთარი მოღალატეობრივი და უსამშობლო პერფორმანსების გამართვას აპირებენ - ეს სხვა არაფერია, თუ არა 1989 წლის 9 აპრილის დანატოვრის შებილწვა

6-04-2023

იცით სად გადის თავხედობისა და ცინიზმის წყალგამყოფი თავისუფალ ქართველებსა და ლაქიებს შორის? დიახ, 9 აპრილზე - იმ დღეზე, რომელიც თავის ტრაგიკულობასთან ერთად, უდიდესი სიამაყისა და ზეიმის სიმბოლოა. სიმბოლო იმისა, თუ როგორ შეიძლება პატარა „დავითმა“ შიშველი ხელებით მონსტრი - „გოლიათი“ დაამარცხოს, თუნდაც პატარა ბიჭებისა და გოგონების, მათი მამებისა და ბებიების მსხვერპლის ფასად, მაგრამ კბილებამდე შეიარაღებული უზარმაზარი საბჭოთა მონსტრი დაამარცხოს, - აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

 

მისივე თქმით, იმპერიალისტების იდეოლოგიური შთამომავლები და მემკვიდრეები აპირებენ, 9 აპრილს, საკუთარი მოღალატეობრივი და უსამშობლო პერფორმანსები გამართონ.

 

„დღეს კვლავ გვითენდება მორიგი 9 აპრილი. დღეს მორიგ მონსტრს, მორიგ იმპერიას - „გლობალური ომის პარტიის“ სახით - იმ 9 აპრილის, იმ დახოცილი ბავშვების, მამებისა და ბებიების მონაპოვრის ფეხქვეშ გათელვა სურს, და, ამ მიზნით, ქართველებისთვის ამ საკრალურ და წმინდა ადგილას, თავისი აგენტებისა და ლაქიების შაბაშის მოწყობა განიზრახეს.

 

იმ ლაქიების, რომლებსაც ყოველ წელს 9 აპრილის მემორიალზე აღმართული ჯვრის ჩამოხსნა სურთ, მაგრამ შიში ოხერია, ვერ ბედავენ. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ 1989 წლის შემდგომ წლებში, 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე ყვავილებით ჯერ საბჭოთა, ხოლო შემდგომ რუსეთის ოფიცრები იკრიბებოდნენ და საქართველოს მომავალზე მიტინგებს მართავდნენ? 2023 წლის 9 აპრილს ამ იმპერიალისტების იდეოლოგიური შთამომავლები და მემკვიდრეები - ნეოიმპერიალისტებისა და ნეოკოლინიზატორების ლაქიები აპირებენ საკუთარი მოღალატეობრივი და უსამშობლო პერფორმანსების გამართვას. ეს სხვა არაფერია, თუ არა 1989 წლის 9 აპრილის დანატოვრის შებილწვა. ცალ ფეხზე და წაკუზულ მდგომარეობაში მყოფი ქართველი 9 აპრილს, ჩვენი თავისუფლებისა და ღირსების მემორიალთან, ჯერ არავის უნახავს“, - აღნიშნავს დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930