გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

6-04-2023

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განხილული იყო ტურიზმის თანამედროვე გამოწვევები, საერთაშორისოტურისტული გამოფენების მნიშვნელობა,  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტრატეგია, ხედვები ტურიზმთან დაკავშირებით; მარკეტინგულ აქტივობები. 


კავკასიის უნივერსიტეტში გამართული  შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია  საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ITB Berlin საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობის შესახებ.


სტუდენტებთან შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მოწვეული სტუმრებისთვის კითხვები დაესვათ მათთვის საინტერესო თემებზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31