გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის მოქალაქისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმაზე: ვერ მოგართვეს რადიკალებს, ბატონმა ლილუაშვილმა არათუ ჯეიმსონ მარშალ ქომინსი არ შემოუშვა საქართველოში, აკერმანიც ცოცხალი იყოს არც იმას შემოუშვებდიო

6-04-2023

საინტერესოა, რა უნდა ქნას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა, როცა იგებს, რომ მის ქვეყნის დაქცევის მიზნით უცხო ქვეყნის მოქალაქე აპირებს საქართველოში შემოსვლას? შეკითხვა მარტივია, პასუხიც მარტივი: არ უნდა შემოუშვას ქვეყანაში, - ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ-ის მოქალაქე მარშალ ქომინსი, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს, 7-8 მარტის აქციებზე დესტრუქციულად განწყობილ ჯგუფებს ატრენინგებდა და მათ მითითებებს აძლევდა.

 

ნიკოლეიშვილის თქმით, სხვაგვარად ფიქრობენ რადიკალები: ისინი თვლიან, რომ თუ ქვეყნისთვის ზიანის მომტანი პირი აშშ-ის მოქალაქეა, მაშინ ის საქართველოშიც უნდა შემოუშვან და გეგმის განხორციელებაც უნდა დასცალდეს.

 

„საინტერესოა, რა უნდა ქნას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა, როცა იგებს, რომ მის ქვეყნის დაქცევის მიზნით უცხო ქვეყნის მოქალაქე აპირებს საქართველოში შემოსვლას? შეკითხვა მარტივია, პასუხიც მარტივი: არ უნდა შემოუშვას ქვეყანაში.

 

შეგვიძლია უფრო მკაცრი პასუხიც უნდა გააბუნძულოს აქედან! მაგრამ არა, სხვანაირად ფიქრობენ რადიკალები და მათი ტელევიზიები. თუ ეს ჩვენი ქვეყნის პოტენციური დამაქცევარი აშშ-ს მოქალაქეა, კიდეც უნდა შემოუშვათ და კიდეც უნდა ვაცალოთ, აბა თვითონ არაფრის თავი არ აქვთ და იქნებ ეს კაცი თუ არაკაცი დაეხმაროთ.


ვერ მოგართვეს რადიკალებს, ბატონმა ლილუაშვილმა არა თუ ჯეიმსონ მარშალ ქომინსი არ შემოუშვა საქართველოში, აკერმანიც ცოცხალი იყოს არც იმას შემოუშვებდიო. ძალიან კარგი, ჩვენ კიდევ არ ვიცით რამდენი ასეთი მამაძაღლი და ვიგინდარა არ შემოუშვეს, ან რატომ უნდა შემოუშვან ქვეყნის დასაქცევად? ვერ ეღირსებით!“ - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930