7-04-2023
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 2 ფაქტი გამოავლინეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ გედსამანიაში, მოქალაქეს, საცხოვრებელი სახლის ეზოში განთავსებული ჰქონდა ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. ტერიტორიიდან ამოღებულია კაკლის სახეობის 7 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი) და თხმელას (მურყანი) სახეობის 0,4 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).
ლენტეხისმუნიციპალიტეტის სოფელ ხელედშიკი, სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტი გამოვლინდა. ტერიტორიიდან ამოღებულია 20 ერთეულიწიწვოვანისახეობის მრგვალიხე-ტყე(მორი).
ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
16-11-2024
16-11-2024