7-08-2018
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდანტი, სალომე ზურაბიშვილი რუსეთის აგენტია საქართველოში.
სააკაშვილი გმობს ზურაბიშვილის განცხადებას, თითქოსდა საქართველომ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი.
მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნული განცხადება სოციალ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში გააკეთა.
„რუსეთი ავრცელებს რამდენიმე პროპაგანდისტულ მითს, რომელსაც იმეორებენ ივანიშვილი და რუსეთის სხვა აგენტები საქართველოში, მაგალითად, სალომე ზურაბიშვილი, კერძოდ, რომ საქართველომ დაიწყო ომი. როგორ შეიძლებოდა ჩვენ დაგვეწყო ომი ჩვენს ტერიტორიაზე.
წარმატების მოკვლა მაშინაც იყო და ახლაც არის მთავარი ამოცანა და ნაწილობრივ მათ ეს შეასრულეს ივანიშვილთან და იმ ჯგუფთან ერთად, რომელიც ახლა მოასკუპდა საქართველოს ხელისუფლებას.
ივანიშვილმა არა მხოლოდ მოხსნა საქართველო საერთაშორისო განხილვის დღის წესრიგიდან, არამედ საერთოდ აღარ ახსენებს იმ ხელშეკრულებას, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ სარკოზის შუამავლობით, რომლის თანახმადაც, რუსეთმა აიღო ვალდებულება, გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.
ივანიშვილი აყენებს საპრეზიდენტო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილს - ადამიანს, რომელსაც საქართველო დაადანაშაულა, ზუსტად გრაჩოვის სტილში ვართ, რომ ჩვენ დავბომბეთ წითელუბანი და მიდის „რუსული თამაში“ და საბოლოოდ, უნდა ჩააბეტონონ 2008 წლის აგრესიის შედეგები.
საქართველო აუცილებლად გაძლიერდება და იქნება ძალიან წარმატებული. ეს არის ჩვენი მოვალეობა, გიორგი ანწუხელიძისა და სხვა გმირების წინაშე“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
19-12-2024
18-12-2024