7-08-2018
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იაცეკ ჩაპუტოვიჩის განცხადებით, რუსეთი დღემდე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმართ აგრესიას აგრძელებს.
მისივე განცხადებით, რუსეთი მსოფლიოს მილიტარულ მიდგომას სთავაზობს.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებითვე, საერთაშორისო საზოგადოება ვალდებულია, რუსეთის ქმედებებს შესაბამისად უპასუხოს.
„ამ სიმბოლურ დღეს ჩვენ აქ უნდა ვყოფილიყავით. ათი წელი გავიდა. ჩვენ 4 ქვეყნის ერთობლივი განცხადება მივიღეთ, რომელსაც ვიზიტის შემდეგ გამოაქვეყნებს. ეს არის რუსეთის სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. 10 წლის წინ საქართველოს წინააღმდეგ კრიზისული შედეგი ჰქონდა, რომლსაც გრძელვადიანი შედეგები აქვს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორია ამ დრომდე ოკუპირებული რჩება, არამედ რუსეთი მსოფლიოს მილიტარულ მიდგომას სთავაზობს.
ამ 10 წლის განმავლობაში რუსეთი რეგიონების მილიტარიზებას განაგრძობს. ზრდის სამხედროების რაოდენობას. აფხაზეთში გაიზარდა სამხედრო წვრთნები, რაც რეგიონში უსაფრთხოების დესტაბილიზაციის საფუძველია. ჩვენთვის ნათელია, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შემდგომ აგრესიას. რუსეთი აგრძელებს მსგავს პოლიტიკას მეზობელი რეგიონების მიმართ და საერთაშორისო საზოგადოება ვალდებულია მის ქმედებებს შესაბამისი გზებით უპასუხოს“ - აცხადებს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იაცეკ ჩაპუტოვიჩი.
19-12-2024
18-12-2024