10-04-2023
მე ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს და ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი დამოკიდებულება გამოხატული მაქვს - ამის შესახებ ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ გაზეთ "ახალ თაობათან" ინტერვიუში, 2013 წელს განაცხადა.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:
"მე (სააკაშვილის წინააღმდეგ) ჰააგაში შევიტანე საჩივარი და მას ვუჩივლე უამრავ მოვლენასთან - მკვლელობასთან, დემოკრატიის ხელყოფასთან და სხვა უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით. ჩემი პოზიცია გამოხატული მაქვს და ველოდები ჰააგის გადაწყვეტილებას. თუ არ გამოიძიებს საქართველოს ხელისუფლება, მაშინ ამას გამოიძიებს ჰააგის სასამართლო. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ეს პროცესი აუცილებლად განხორციელდება" - აცხადებდა შალვა ხაჭაპურიძე, რომელიც დღეს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატია.