უკრაინის ვიცე-პრემიერი: ყველა ჩვენს პარტნიორთან ერთად უნდა გავაძლიეროთ ძალისხმევა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბროლისთვის, რათა დავიცვათ დამოუკიდებლობა
7-08-2018
უკრაინის ვიცე-პრემიერის, პავლო როზენკოს განცხადებით, აუცილებელია პარტნიორებთან ერთად მოხდეს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბროლისთვის ძალისხმების გაძლიერება.
როზენკომ ქართველებს რუსეთის აგრესიის დაწყების 10 წლისთავის გამო მიუსამძიმრა.
ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა მრგვალი მაგიდის ფორმატში განაცხადა, სადაც საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკისა და რუსეთისდან მომდინარე საფრთხის შესახებ მსჯელობენ.
„პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო ქართველ ხალხს, რუსეთის აგრესიის დაწყების 10 წლისთავი. 10 წლის წინ, 12 აგვისტოს ხუთი ქვეყნის ლიდერი ჩამოვიდა საქართველოში მხარდასაჭერად. არ შემიძლია არ გავიხსენო ლეხ კაჩინსკის სიტყვები: „დღეს არის საქართველო, ხვალ უკრაინა, შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები და შემდეგი იქნება პოლონეთი“. სამწუხაროდ, მისი სიტყვები გამართლდა. 4 წელია უკრაინა ებრძვის რუსულ აგრესიას. ამიტომაც ჩვენ, ყველა ჩვენს პარტნიორთან - ნატოსთან, ევროკავშირთან, მთელი ცივილიზებული სამყაროდან უნდა გავაძლიეროთ ძალისხმევა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბროლისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და თავისუფლება. დღეს უკრაინა, ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი წარმოდგენილია აქ, რათა მტკიცე მხრადაჭერა გამოვუცხადოთ საქართველოს“- განაცხადა როზემკომ.