12-04-2023
საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2022-2028 წლების განახლებული შეფასებისა და გრძელვადიანი პროგნოზების მიხედვით, საქართველომ მსოფლიოს 193 სახელმწიფოს შორის საუკეთესო შედეგები აჩვენა ოთხი მნიშვნელოვანი ინდიკატორის მიხედვით.
ქვეყანა მსოფლიოში მეორე და მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში (ევრაზია, აფრიკა, ავსტრალია, ოკეანეთი) პირველ ადგილზეა:
◾ ერთ სულ მოსახლეზე რეალური მშპ-ის ზრდის ტემპის მიხედვით - აღნიშნულ წლებში ერთ სულ მოსახლეზე რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 51 პროცენტით იზრდება;
◾ მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე (GDP per capita PPP) ეკონომიკის ზრდის ტემპის მიხედვით - 2023 წელს GDP per capita (PPP) ხდება 21 922 დოლარზე მეტი, 2028 წლისთვის კი აჭარბებს 31 458 დოლარს.
◾ მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით მუდმივ ფასებში ერთ სულ მოსახლეზე (GDP per capita PPP, 2017 international dolar) ეკონომიკის ზრდის ტემპის მიხედვით - 2022 წელს GDP per capita (PPP) მუდმივ ფასებში გახდა 17 145 დოლარი, 2028 წლისთვის კი გადააჭარბებს 23 315 დოლარს.
◾ ასევე, 2021-2028 წლებში 193 სახელმწიფოს შორის საქართველო მშპ ერთ სულ მოსახლეზე აშშ დოლარში ($GDP per capita) ზრდის ტემპის მიხედვით მსოფლიოში მეორე ადგილზე, ხოლო მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში (ევრაზია, აფრიკა, ავსტრალია, ოკეანეთი) პირველ ადგილზეა.
„აღნიშნული შედეგები მიუთითებს, რომ სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა, მიმდინარე და დაგეგმილი საერთაშორისო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტები იძლევა მყარ საფუძველს, რათა ქვეყანამ ლიდერულ პოზიციებზე განავითაროს ეკონომიკა. 2022 წლიდან საქართველოს მშპ მსყიდველუნარიანობის პარიტეტის (GDP PPP) მიხედვით, ერთ სულზე აჭარბებს 20 243 დოლარს და კავკასიაში გასულია პირველ ადგილზე. კავკასიაში პირველობას ქვეყანა მყარად ინარჩუნებს შემდგომ წლებშიც. საქართველოს $GDP per capita 2022- 2028 წლებში 126%-ით იზრდება და 2028 წელს 11 289 $-ს გადააჭარბებს. 7 წლის განმავლობაში (2022-2028წწ) საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე აშშ დოლარში წლიურად, საშუალოდ, ორნიშნა მაჩვენებლით - 12.4%-ით იზრდება. მომდევნო წლებში, აღნიშნული საშუალო ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, საქართველოს მშპ ერთ სულზე 2030 წელს გადააჭარბებს 14 000 აშშ დოლარს და მაღალი ალბათობით გახდება მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყანა მსოფლიო ბანკის გრადაციით“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ.
16-11-2024
16-11-2024