12-04-2023
„ორი-სამი თქვენი კონკრეტული „ძალისხმევა“ გააჟღერეთ იმ პროცესებში, სადაც არც აქამდე აპირებდით მონაწილეობის მიღებას და არც ამიერიდან გესაქმებათ რამე“, - ასე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებას „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
მისივე თქმით, არასამთავრობო სექტორად წოდებული ანტისამთავრობო ორგანიზაციებისთვის ყველაზე მტკივნეულია იმის აღმა, რომ უდიდესი ვარაუდით, საქართველო სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.
„დღეს მორიგი პარაზიტები ჩაუდგნენ დამრიგებლურ პოზაში ხელისუფლებას, რომელიც სძულთ, რომელსაც ვერ ერევიან ვერც კონსტიტუციურად და ვერც რევოლუციურად, მაგრამ რომლის პირობებში იძულებით უწევთ თავისი ყოვლად უსარგებლო და მავნებლური საქმიანობის გაგრძელება. საუბარია უცხოური გავლენის აგენტებზე, აგენტოკრატების ლაქიებზე - ანტისამთავრობო სექტორად ჩამოყალიბებულ „არასამთავრობო“ ორგანიზაციებზე. როგორც ჩანს, ჩვენი საზოგადოების ამ ყველაზე უსარგებლო სეგმენტისთვისაც გახდა ცნობილი, რომ უდიდესი ვარაუდით - სწორედ ეს ხელისუფლება მიიღებს ჯილდოდ იმ „სანუკვარ ტორტს“, EU წევრობის კანდიდატის სტატუსის სახით, რომლის „გამოცხობაში“ არასამთავროებს არანაირი დადებითი წვლილი შეტანილი არ ჰქონიათ. მათ არ შეუძენიათ არც საჭირო ინგრედიენტები, არ მოუმზადებიათ არც ბისკვიტი, არც კრემი. არ მიუღიათ მონაწილეობა გამოცხობაში - პირიქით, ცდილობდნენ ხან ღუმელში ტემპერატურის აწევას, ხან ღუმელის ჩაქრობას. მაგრამ „ტორტი“ დიდი ალბათობით - მაინც შედგება.
ტრადიციული უსირცხვილობით და უნამუსობით შემკობილები, ეს პარაზიტები თეფშებითა და კოვზებით ემზადებიან „ტორტის“ გასაჭრელად და ერთადერთ „შეფ-მზარეულს“ - ხელისუფლებას, უტიფრად ახსენებენ: „ხომ იცი, გემოზე პასუხისმგებლები თქვენა ხართ, მაგრამ - არ დაგავიწყდეთ ჩვენი დიდი „ღვაწლი“ და „მოღვაწეობა“, თუ კი საბოლოო პროდუქტის გემო ჩვენც დაგვაკმაყოფილებს“. გასულ თვეში, ჩვენ - საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ დავამტკიცეთო, რომ ვართ ევროპული ფასეულობების ერთგული და არ ვაპირებთ ევროკავშირში მიმავალი გზიდან გადახვევას.
გვახსოვს! პარლამენტის შენობის დაზიანება და შიგნით შეღწევის გეგმები, „მოლოტოვის კოქტეილები“, გადამწვარი მანქანები - თქვენს „ევროპულ ფასეულობებს“ რა დაგვავიწყებს. არ დაგავიწყდეთო - ახსენებენ ეს მუქთახორა მანქურთები ხელისუფლებას: „ქართველი ხალხი ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს“ და მანდ არაფერი შეგეშალოთო. ვაცხადებთო, ამ პარაზიტებმა, რომ „ჩვენი, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, საქმიანობის მთავარი მიზანი კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის მაქსიმალური ძალისხმევის გაწევა იქნება“.
არ გვინდა მაქსიმალური! ორი-სამი თქვენი კონკრეტული „ძალისხმევა“ გააჟღერეთ იმ პროცესებში, სადაც არც აქამდე აპირებდით მონაწილეობის მიღებას და არც ამიერიდან გესაქმებათ რამე. 12 პუნქტიდან ძირითად გადასალახავ პოზიციას სჭირდება მხოლოდ პოლიტიკური და სადეპუტატო კონტინგენტის ძალისხმევა - თქვენ არც ერთს წარმოადგენთ, არც მეორეს.
ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ, 2023 წლის ბოლოს, სიამაყით უნდა განვაცხადოთო, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა - აცხადებენ ეს ვერშემდგარი პუტჩისტები და "მაიდანისტები". თქვენს ცალ ფეხზე მდგომ და წაკუზულ მდგომარეობაში მყოფ „სიამაყის“ პოზიციონირებას - „მთელ საზოგადოებაზე“ ნუ მოახდენთ, ნორმალურებს თავი გაგვანებეთ და ჯანდაბას, იმ ტორტის ნაჭერს თქვენც მოგიჭრით. მთელი ცხოვრება - „მუქთა იყოს, კუბო იყოს“ - პრინციპით რომ გაგიტარებიათ, ახლა მაინც ძალიან ნუღარ იჭაჭებით და საქმიან პოზაში ნუ დგებით. არ გიხდებათ“,- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
16-11-2024
16-11-2024