გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვატო შაქარიშვილი: მოდუნების უფლება არ გვაქვს, პირიქით, უფრო უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სუვერენიტეტი, გავაგრძელოთ სამშვიდობო პოლიტიკა და მხოლოდ ასე შევძლებთ ღირსეული ადგილის დაკავებას ახალ მსოფლიო წესრიგში

12-04-2023

ნაც-ლიბერალური კოჰორტა და მათი ამერიკელი პატრონები ყველა აკრძალულ მეთოდს იყენებენ, რომ ის, მათი სასურველი მოდელი, რაც სხვაგან ყველგან ჩამოეშალათ, პატარა საქართველოში მაინც შეინარჩუნონ - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც შაქარიშვილი განმარტავს, გეოპოლიტიკური ცვლილებების გარდაუვალობის მიუხედავად, დაინტერესებული პირების მხრიდან არის მცდელობა, საქართველო კვლავ ძველ რეალობაში ჩატოვონ.

 

მისივე თქმით, ევროპელი ლიდერების ბოლოდროინდელი განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ ევროპა ბრმად ვეღარ გაჰყვება ვაშინგტონის პოზიციას, ამის საპასუხოდ კი, საქართველომაც უნდა გააძლიეროს სუვერენიტეტი, გააძლიეროს სამშვიდობო პოლიტიკა და ღირსეული ადგილი დაიკავოს მსოფლიოს ახალ წესრიგში.

 

„ჯერ იყო და პეკინიდან პარიზში მიმავალმა მაკრონმა თვითმფრინავშივე მისცა ინტერვიუ, რომელიც დახუნძლული იყო უმნიშვნელოვანესი გზავნილებით. საფრანგეთის პრეზიდენტმა მკაფიოდ თქვა, რომ ევროპამ უნდა შეამციროს აშშ-ზე დამოკიდებულება და გამოიჩინოს სიმტკიცე რათა არ გახდეს ამერიკის დამყოლი ყველა საკითხში. ამ ისტორიული მნიშვნელობის განცხადებიდან, არ გასულა ორი დღე და ახლა უკვე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ამბობს - “ევროპა ბრმად ვეღარ გაჰყვება ვაშინგტონის პოლიტიკას!” აღნიშნული განცხადებით მან გააგრძელა მაკრონის ნარატივი და იქვე ხაზი გაუსვა, რომ მაკრონი არ არის ერთადერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც ასე ფიქრობს.

 

ცხადია, ევროპის გამოღვიძება უფრო ფართო პაზლის ნაწილია, რომელშიც კიდევ ბევრი გარემოება ერთიანდება - ჩინეთის ინტენსიური და მძლავრი გააქტიურება; ასევე ჩინეთის შუამდგომლობით დალაგებული ურთიერთობები საუდის არაბეთსა და ირანს შორის; თურქეთის უკიდურესად კრიტიკული პოზიცია აშშ-ის მიმართ; გზავნილი ისრაელიდან(რომელიც ამერიკის ყველაზე მჭიდრო მოკავშირე იყო) იმის შესახებ, რომ ისრაელი არ არის კიდევ ერთი ვარსკვლავი ამერიკის დროშაზე; სრულიად ახალი და მასშტაბური საფინანსო-ეკონომიკური გადაწყვეტილებები მსოფლიო ეკონომიკაში დოლარზე დამოკიდებულების შესამცირებლად; უკრაინის გარდაუვალი გამარჯვების, როგორც უკანასკნელი ათწლეულის ყველაზე დიდი მითის დასრულება და ა.შ. და ა.შ. მეტყველებს თუ არა ეს ყველაფერი, რომ რაღაც ძირეულად იცვლება “საჭადრაკო დაფაზე?” შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ისე ვეღარ გაგრძელდება, როგორც აქამდე იყო? დიახ, ნამდვილდ ასეა! ეს უკვე ყველამ კარგად იცის, მაგრამ ჩვენ ქვეყანას მაინც იქ ექაჩებიან და ცდილობენ იმ რეალობაში ჩაგვტოვონ, რომელიც ჩვენს თვალწინ ინგრევა და უნდათ, რომ ამ ნანგრევებში მოგვიყოლონ! ნაც-ლიბერალური კოჰორტა და მათი ამერიკელი პატრონები ყველა აკრძალულ მეთოდს იყენებენ, რომ ის, მათი სასურველი მოდელი, რაც სხვაგან ყველგან ჩამოეშალათ, პატარა საქართველოში მაინც შეინარჩუნონ! ამიტომ ვხედავთ ისეთ არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს, როგორიც იყო მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება; როგორიც იყო წარმოუდგენლად მასშტაბური შეტევა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე; როგორიც არის საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევა და დაუსრულებელი მცდელობები ჩვენს ქვეყანაში გადატრიალების მოსაწყობად. მაგრამ, ეს მცდელობები სასოწარკვეთილის ხავსზე ჩაბღაუჭებას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურ საფრთხეს, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი გარემოების გათვალისწინებით. ცხადია, მოდუნების უფლება არ გვაქვს! პირიქით, კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სუვერენიტეტი, გავაგრძელოთ სამშვიდობო პოლიტიკა და მხოლოდ ასე შევძლებთ ჩვენი ღირსეული ადგილის დაკავებას ახალ მსოფლიო წესრიგში!“ - წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930