გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იანვარ-მარტში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 22.1 პროცენტით იმატა

13-04-2023

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 783.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22.1 პროცენტით მეტია.

 

საქსტატის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 1 461.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 24.7 პროცენტით), ხოლო იმპორტი 3 322.3 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 21.0 პროცენტით).

 

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-მარტში 1 860.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 38.9 პროცენტია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930