გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომზე: რა ჰქვია ამას, გიჟი პრეზიდენტის ახირება, თუ რაღაც უცნაური გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან

8-08-2018

პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქართული მხარე იყო გაფრთხილებული, თავისი ყველა მოკავშირისგან, რომ სამხედრო ნაბიჯი არ გადაედგა, მაგრამ საქართველოს მხრიდან მოხდა პროვოკაციაზე აყოლა.
ამის შესახებ ზურაბიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


„თუ თქვენ გინდათ კვალიფიკაცია, იმის თუ რა მოხდა, მაშინ მე სხვანაირად დავსვამ ამ კითხვას: როგორი კვალიფიკაცია უნდა მივცეთ იმ მოვლენებს, როცა დაიწყო საომარი მოქმედებები, იმ დროს როცა საქართველოს არანაირი უპირატესობა არ ჰქონდა. იმ დროს, როცა საქართველო იყო გაფრთხილებული, თავისი ყველა მოკავშირეებისგან, რომ სამხედრო ნაბიჯი არ გადაედგა და გაფრთხილებული იყო, რომ არანაირი დახმარება არ იქნებოდა, როცა შენ დახმარების იმედი არ გაქვს, როცა შენ უპირატესობა არ გაქვს, როცა მოულოდნელობის ფაქტორი შენს მხარეს არ არის, რომ შენ სიურპრიზით იმოქმედო, როცა ეს ყველაფერი არის სახეზე, იმ მომენტში პროვოკაციაზე აყოლება და შენ ტერიტორიაზე, შენ მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყება, ამას რა ჰქვია? უგუნურობა, გიჟი პრეზიდენტის ახირება თუ რაღაც უცნაური და გაუგებარი გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან. ეს არის ის კითხვა, რომელსაც თქვენ უნდა სვამდეთ, რომელზედაც ანალისტები და ჟურნალისტები უნდა ფიქრობდნენ და ეს სიძულვილი, რაც არის ქვეყანაში, რაზედაც ჩემზეც წამოვიდა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, გარწმუნებთ, რომ მზად ვრ ყველაფრისთვის. მაგრამ ჩვენ უნდა დავძლიოთ ეს სიტუაცია, სწორედ ერთად დგომით,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930