13-04-2023
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეხილეობის კვლევის სამსახურისა და ესპანური კომპანიის „ვივეროს ვერონი“ აგრონომიული სამსახურის წარმომადგენლებმა ფერმერებისა და დაინტერესებული პირებისთვის სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი გამართეს.
სემინარი თემაზე „კურკოვანი კულტურების სხვლა-ფორმირების პროგრესული მიდგომები“ ცენტრის ჯიღაურას მეხილეობის საკოლექციო ბაღში ჩატარდა და მოიცავდა კურკოვანი კულტურების (ატამი, გარგარი) გასხვლის თანამედროვე პროგრესულ მეთოდებს და 2 D (ბრტყელი) ბაღის კონცეპტუალური ფორმირების საკითხებს.
აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო- კვლევითი ცენტრის მეხილეობის კვლევის სამსახური და ესპანური კომპანია „ვივეროს ვერონი“ ფერმერებისთვის რეგულარულად ატარებენ ერთობლივ ტრენინგებსა და სემინარებს, რომლის მიზანია საქართველოს მეხილეობის სექტორის პროდუქტიულობისა და მდგრადობის ამაღლება პერსპექტიული სხვლა-ფორმირების მეთოდებისა და ახალი ჯიშების ინტროდუქციის საფუძველზე.
16-11-2024
16-11-2024