გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ნინოწმინდაში“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს  

8-08-2018


საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ნინოწმინდა“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების, რ.ჩ.-ს, ც.ჩ.-ს და ქ.ჩ-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (წონა 370 გრამი) აღმოაჩინეს.

საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 20,673.74 ლარი შეადგინა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა - 5,857.46 ლარის, 8,399.91 ლარისა და 6,416.37 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

 

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31