18-04-2023
დავით ქართველიშვილი: დღეიდან "ფორმულას" თითოეული თანამშრომელი ნაძარცვი და ნაქურდალი ფინანსების არა მხოლოდ უნამუსო მომხმარებელი, არამედ - უსირცხვილი თანაგამკარგველია დღეს იშვა მრავალი მისტერ და მისსის "ოფშორჩიკები", როდესაც თავისი კრიმინალური ფინანსები "ფორმულას" კოლექტივს გადაუნაწილა, - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრის და ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად, იგი უარს ამბობს „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ტელეკომპანიის კოლექტივს გადასცემს.
ქართველიშვილის თქმით, კეზერაშვილის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ტელეკომპანიის თანამშრომლები, არამხოლოდ ნაძარცვი ფინანსების მომხმარებლები, არამედ თანაგანმკარგველებიც არიან.
„იყო ერთი "მისტერ ოფშორი", თაღლითობებით და ქურდობით ფინანსური პირამიდის შემქმნელი. ჰქონდა საკუთარი ტელევიზია, თავისი კრიმინალური არსის გასაპრავებლად, აფინანსებდა პოლიტიკურ პარტიებს - მედიამენეჯერისა და პოლიტმეცენატის იმიჯის შესაქმნელად. დღეს კი იშვა მრავალი მისტერ და მისსის "ოფშორჩიკები", როდესაც თავისი კრიმინალური ფინანსები "ფორმულას" კოლექტივს გადაუნაწილა. გვყავდა ერთი ქურდი და კრიმინალი - შვა დანაშაულებრივი კოლექტივი. "Общак TV" - ტიპიური კრიმინალური მედიასაშუალება, სადაც დღეიდან თითოეული თანამშრომელი ნაძარცვი და ნაქურდალი ფინანსების არა მხოლოდ უნამუსო მომხმარებელი, არამედ - უსირცხვილი თანაგამკარგველია.“ - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
16-11-2024
16-11-2024