გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თემაზე - „შავიზღვისპირეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები- პრობლემები და პერსპექტივები“ სემინარი გაიმართა

18-04-2023

ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სემინარი თემაზე: „შავიზღვისპირეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები- პრობლემები და პერსპექტივები“ გაიმართა.

 

კონფერენცია სააგენტოს ორგანიზებით უკვე მეოთხედ ტარდება და მასში მონაწილეობას ღებულობენ როგორც ქართველი ისე უცხოელი სპეციალისტები.

 

საერთაშორისო ორგანიზაცია ICOMOS-მა 2023 წელს 18 აპრილის აღსანიშნავად შეარჩია თემა: „მემკვიდრეობა იცვლება“, შესაბამისად სემინარში წამოდგენილი თემები არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას, როგორც კულტურის შედარებით სწრაფად ცვალებად სფეროსაც ეხებოდა.

 

სემინარში წარმოდგენილი თემატიკა წმინდა სამეცნიერო საკითხებთან ერთად ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის ურთიერთმიმართების რეგიონულ გამოცდილებასაც მოიცავდა. ყურადღება გამახვილდა სტრატეგიებზე, რომლებიც მემკვიდრეობის კვლევისა და პრაქტიკის სრულ პოტენციალს აჩვენებს და ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობის მდგრადობას.

 

სემინარს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სემინარის ფარგლებში მოეწყო ბათუმელი მხატვრების გამოფენა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930