გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე ხათუნა სამნიძეს: როგორ ხდება კონსტიტუციით დაცული ცალკე სახელისუფლებო შტოს წმენდა თქვენს წარმოდგენაში, როგორ უნდა გაწმინდოს მთავრობამ ან პარლამენტმა სასამართლო, თუ ის დამოუკიდებელია?

18-04-2023

განმარტებით ბარათში გიწერიათ პირდაპირ, რომ სასამართლო უნდა გაწმენდილიყო კადრებისგან, მაინტერესებს, როგორ ხდება დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლოს, ანუ კონსტიტუციით დაცული ცალკე სახელისუფლებო შტოს წმენდა თქვენს წარმოდგენაში, როგორ უნდა გაწმინდოს მთავრობამ ან პარლამენტმა სასამართლო, თუ ის დამოუკიდებელია? - ამ კითხვით მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციონერ დეპუტატ ხათუნა სამნიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

არჩილ თალაკვაძემ ასევე მიმართა სამნიძეს, მოიყვანოს მაგალითი, სადაც საერთაშორისო სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში მიღებული გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგებოდა ადამიანის უფლებების დაცვის და სამართლიანობის პრინციპებს.

 

„ხომ არ შეგიძლიათ მოგვიყვანოთ მაგალითი, სადაც საერთაშორისო სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში მიღებული გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგებოდა ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს და სამართლიანობის პრინციპებს, რომელიც კონვენციურია და რომლის ვალდებულებაც საქართველოს აქვს აღებული - ერთი და მეორე - აქ თქვენ განმარტებით ბარათში გიწერიათ პირდაპირ, რომ სასამართლო უნდა გაწმენდილიყო კადრებისგანო, აგერ ვკითხულობთ - ნაცვლად იმისა, რომ სასამართლო გაწმენდილიყო კადრებისგანო - ციტატა. მაინტერესებს როგორ ხდება დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლოს, ანუ კონსტიტუციით დაცული ცალკე სახელისუფლებო შტოს წმენდა თქვენს თეორიაში, თქვენს წარმოდგენაში, როგორ უნდა გაწმინდოს მთავრობამ ან პარლამენტმა სასამართლო, თუ ის დამოუკიდებელია?“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930