18-04-2023
საიდანაც მოსდით ეს კრეატიულობა - ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოდან, ეტყობა ის საელჩო ოპოზიციას ეუბნება - აღარ ვიცით როგორ გამოგაცოცხლოთ, ბალზამირება გჭირდებათ მხოლოდ და მიწაში ჩადება, ამიტომ, რაღაცით გააქტიურდით, რაღაც შექმენით, დაიწყეთ საგამოძიებო კომისია, რადგან წააწყდებით წინააღმდეგობას, დააბრალებთ ხელისუფლებას, რომ ხელს გვიშლის, კომისია ვერ შეგვიქმნიაო და ა.შ. ამიტომ ვამბობ - შექმნან ეს კომისია, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ განაცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტო ოპოზიციის მიერ სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისათვის კორუმპირებულობის ბრალდებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მიესალმება, რადგან ოპოზიციას ფაქტობრივი მასალა არ აქვს და „საინტერესოა, რას გამოიძიებენ და ამ ცირკიდან როგორ გამოვლენ“.
„მივესალმები საპარლამენტო ოპოზიციის მიერ სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისათვის კორუმპირებულობის ბრალდებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას - მაინტერესებს, რას გამოიძიებენ და ამ ცირკიდან როგორ გამოვლენ. საიდანაც მოსდით ეს კრეატიულობა, ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოდან, ეტყობა ის საელჩო ოპოზიციას ეუბნება - აღარ ვიცით როგორ გამოგაცოცხლოთ, ბალზამირება გჭირდებათ მხოლოდ და მიწაში ჩადება, ამიტომ, რაღაცით გააქტიურდით, რაღაც შექმენით, დაიწყეთ საგამოძიებო კომისია, რადგან წააწყდებით წინააღმდეგობას, დააბრალებთ ხელისუფლებას, რომ ხელს გვიშლის, კომისია ვერ შეგვიქმნიაო და ა.შ. ამიტომ ვამბობ - შექმნან ეს კომისია. ძლივს შევიკრიბეთო, ხომ ტიროდნენ დღეს ოპოზიციის წარმომადგენლები - შექმნან ეს საგამოძიებო კომისია, იმიტომ, რომ ფაქტობრივი მასალა არ აქვთ - აბსოლუტურად არაფერი არ აქვთ. ოღონდ, სწორი შეკითხვების დასმის უფლებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი შევიდეს იმ კომისიაში და პირდაპირ ეთერში გაუშვან, რადგან ჩვენ პოლიტიკური სანახაობა, მართალია, არ გვაკლია, მაგრამ კიდევ ერთი განსხვავებული სანახაობა გველოდება“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
დავით ქართველიშვილმა გადაცემაში BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმედი აქვს, ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი საქმეს ბოლომდე მიიყვანს, რადგან თავად ინგლისის სახელმწიფოს ორმაგი სტანდარტები და ხელის დაფარების მცდელობა კეზერაშვილთან მიმართებით არაერთხელ გამოუვლენია.
„როდესაც BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება გავიდა იმაზე, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ, ამაშიც ჩანს „იუპიტერისა და ხარის დამოკიდებულება“. მათი საერთაშორისო სამართლებრივი ველის მიმართ ნდობა მინდა მქონდეს და საიდან უნდა მქონდეს, ეს მაინც გამაგებინონ. როდესაც საქართველოსგან სასამართლოსა თუ მართლმსაჯულების სფეროში რეფორმების მეოთხე თუ მეხუთე ტალღის გატარებას ითხოვენ, სახელმწიფო ამ ყველაფერს აკეთებს, ასევე, კეზერაშვილთან მიმართებით ყველაფერს კანონის ფარგლებში აკეთებს, რომლის გასაჩივრება ნებისმიერ ნორმალურ ადვოკატს სტრასბურგის ჩათვლით შეუძლია, საიდანაც ჩვენი სახელმწიფოს სასარგებლოდ გამოტანილი ვერდიქტები მოდის, ვინც ამ რეფორმების გატარებას ითხოვს საქართველოსგან, ისინი რას აკეთებენ იგივე კეზერაშვილთან მიმართებით, მოდი, გავიხსენოთ: 2013 წელს კეზერაშვილი დააკავეს, სასამართლო პროცესი საფრანგეთში გაიმართა და მის ექსტრადირებაზე საქართველოს უარი უთხრეს. რატომ? რის საფუძველზე? იმიტომ, რომ საქართველოს, ანუ ხარის სამართალი წინააღმდეგობაში მოვიდა მათი, ანუ იუპიტერის იურისპრუდენციასთან? როდესაც 2014 წლის ოქტომბერში ინტერპოლი წითელი ცირკულარით ძებნას აცხადებს კეზერაშვილზე, რატომ, რის საფუძველზე მოუხსნა ეს ძებნა 2015 წლის თებერვალში? როდესაც 2016 წელს საქართველოს ხელისუფლება ოფიციალური თხოვნით მიმართავს დიდ ბრიტანეთს კეზერაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით, რატომ, რის საფუძველზე უთხრეს საქართველოს უარი? გაგვაგებინონ მათი სამართლებრივი სფერო, ველი რას ეფუძნება, ჩვენი კანონმდებლობა მათთან თანხვედრაში რაში ვერ მოდის? ეს მაინც ახსნან. კი ბატონო, გამოიძია BBC-იმ და ჩააბარა სკოტლანდ-იარდს თავისი მოპოვებული მასალები - რას იზამს ინგლისი, რომელმაც კეზერაშვილის ექსტრადირებაზე საქართველოს უარი ერთხელ უკვე უთხრა? დააკავებს ის იმ კეზერაშვილს, რომელსაც დღეს საშუალება მისცა დიდი ბრიტანეთის ტერიტორია დაეტოვებინა? ყველამ ვნახეთ რომ კვიპროსზე იმყოფება, სადაც უფრო მიუწვდომელი იქნება იმ საერთაშორისო მართლმსაჯულებისთვის. სამწუხაროა და სამარცხვინოა ის, რომ 2023 წელია და ისევ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის არქიტექტორების გამო BBC-ის იმ საგამოძიებო ფილმში საქართველო ნეგატიურ კონტექსტშია წარმოდგენილი. ვის გამო? ამათ გამო, რომელთაც ვერ აკავებენ, ვერც იჭერენ და ექსტრადირებაზეც უარს გეუბნებიან. როგორ მოვიქცეთ, რა კანონზე და რა მეხუთე ტალღის რეფორმაზე ვიმუშაოთ, როცა მათ ყველა ტალღა ფეხებზე ჰკიდიათ და ჩვენს კანონმდებლობასთან უნდობლობა აქვთ? ჩვენი ჯარისკაცები რომ გაძარცვა კეზერაშვილმა, ეს არ სჯერათ ჩვენგან და ამ ადამიანის მიმართ სამართლიანობის აღდგენაზე უარს გვეუბნებიან, მაგრამ მინდა BBC-ის კოლექტივს ვუსურვო, რომ ბოლომდე მიიყვანონ ეს საქმე - მათი პრესტიჟია, რადგან მათი პენსიონერები გაიძარცვნენ“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
16-11-2024
16-11-2024