გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოსო არჩვაძე: საქართველოს ეკონომიკის დაჩქარებული განვითარების კვალობაზე, კიდევ უფრო მაღალი ტემპით იზრდება სახელმწიფოს მხრიდან სოციალური ხარჯები, რომელთა წილი საბიუჯეტო ასიგნებებში 2012 წელთან შედარებით 2-ჯერ და მეტად გაიზარდა

20-04-2023

„ბოლო წლებში, საქართველოს ეკონომიკის დაჩქარებული განვითარების კვალობაზე, კიდევ უფრო მაღალი ტემპით იზრდება სახელმწიფოს მხრიდან სოციალური ხარჯები, რომელთა წილი საბიუჯეტო ასიგნებებში 2012 წელთან შედარებით 2-ჯერ და მეტად გაიზარდა და ამჟამად მთელი ხარჯების 2/3-ს შეადგენს”- წერს ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის 2022 წლის კვლევის შესახებ.

 

ექსპერტის თქმით, იუნისეფის მიერ გამოქვეყნებული ბავშვთა კეთილდღეობის კვლევით ირკვევა, რომ კმაყოფილია (ან ძალიან კმაყოფილია) სკოლამდელი საგანმანათლებლო მომსახურებების ხარისხით იმ ბავშვთა მშობლების/ოჯახის წევრების 93.6%, ვინც დადის საბავშვო ბაღში და ზოგადი განათლების მიმართულებით საჯარო სკოლების ხარისხით სკოლის მოსწავლეთა მშობლების 80%.

 

„ბოლო წლებში, საქართველოს ეკონომიკის დაჩქარებული განვითარების კვალობაზე, კიდევ უფრო მაღალი ტემპით იზრდება სახელმწიფოს მხრიდან სოციალური ხარჯები, რომელთა წილი საბიუჯეტო ასიგნებებში 2012 წელთან შედარებით 2-ჯერ და მეტად გაიზარდა და ამჟამად მთელი ხარჯების 2/3-ს შეადგენს.

 

ხარჯები ხორციელდება როგორც მონეტარული, ისე არამონეტარული ფორმით, მათ შორის შესაბამისი მომსახურების უზრუნველყოფით. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ხარჯები განათლებაზე და დახმარებები ბავშვებზე, რაც ადეკვატურად აისახება ამ უკანასკნელთა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და სიღარიბისადმი მოწყვლადობაზე. ამ ტიპის დახმარებები საქართველოში 232 ათას ბავშვზე ბოლო ერთ წელიწადში 1.5-ჯერ გაიზარდა და 150 ლარი გახდა; გათვალისწინებულია 1 ივლისიდან ყოველთვიური დახმარებების 200 ლარამდე გაზრდა, მთლიანად კი აღნიშნული მიზნით გამოყოფილი სახსრები თითქმის 0.5 მლრდ. ლარს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონეთათვის სიღარიბის პრევენციის მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით დაინერგა შესაბამისი სოციალური პაკეტის ინდექსაციის პრინციპი და ჩამოყალიბდა სოციალური პაკეტის ზრდის მდგრადი მექანიზმი. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ისიც, რომ 2023 წლის 1 იანვრიდან, კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის, სახელმწიფოს მიერ დეკრეტული შვებულების პერიოდში ანაზღაურება გაორმაგდა და 2000 ლარი შეადგინა; მონეტარულთან ერთად მოსახლეობის სოციალური დაცულობის არამონეტარული ფორმაც საკმაოდ შთამბეჭდავია! - კერძოდ, ბავშვის მიერ მიღებული სამედიცინო მომსახურების ხარისხით რესპონდენტების კმაყოფილება მაღალია. ამასთან, სამედიცინო მომსახურების მისაღებად გეოგრაფიული ბარიერები საქართველოში თითქმის არ ფიქსირდება.

 

ქვეყანაში ბავშვის აღზრდაში ჰუმანიზაციის დადებითი დინამიკაა. კერძოდ, 2018 წლიდან 2022 წლამდე 66%-დან 29.4%-მდეა შემცირებული ბავშვებთან მიმართებაში ფსიქოლოგიური აგრესიის გამოყენება; 31%-დან 4.8%-მდე კი - ფიზიკური დასჯა.

 

ჰუმანურობისა და ტოლერანტობის მნიშვნელოვან ფაქტორად უნდა იქნას მიჩნეული აგრეთვე ისიც, რომ საზოგადოება ადრინდელზე უკეთაა ინფორმირებული ბავშვთა უფლებების შესახებ. იუნისეფის მიერ გამოქვეყნებული ბავშვთა კეთილდღეობის კვლევით ირკვევა, რომ კმაყოფილია (ან ძალიან კმაყოფილია) სკოლამდელი საგანმანათლებლო მომსახურებების ხარისხით იმ ბავშვთა მშობლების/ოჯახის წევრების 93.6%, ვინც დადის საბავშვო ბაღში და ზოგადი განათლების მიმართულებით საჯარო სკოლების ხარისხით სკოლის მოსწავლეთა მშობლების 80%. აღნიშნული კმაყოფილება დიდწილად უკავშირდება იმას, რომ:

 

ა) საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე და კერძო სკოლის სოციალურად დაუცველი მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან სასკოლო სახელმძღვანელოებით, ხოლო საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეს პირველ კლასში გადაეცემა პერსონალური კომპიუტერი;

 

ბ) მე-9 კლასის ბოლოს საბაზო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეებს გადაეცემათ კომპიუტერები;

 

გ) ყველა სოფელში, მიუხედავად იმისა თუ რამდენი მოსწავლეა სკოლაში (1, 3 თუ 7), მიმდინარეობს სასწავლო პროცესი;

 

დ) სოფელ ადგილებში მოქმედებს მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ახლომდებარე სოფლებიდან ბავშვების ტრანსპორტირებას უახლოეს სკოლაში.

 

გათვალისწინებულია, რომ 2026 წლისთვის დასრულდება საჯარო სკოლების რეაბილიტაციის 1 მილიარდიანი პროგრამა, რის შემდეგაც ყველა საჯარო სკოლა იქნება რეაბილიტირებული და ადაპტირებული. ჩამოთვლილი მხოლოდ ნაწილია იმ კომპლექსური ღონისძიებებისა, რომლებიც საქართველოში ხორციელდება ბავშვების, მოზარდი თაობის ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობისა და ჰარმონიული განვითარებისათვის“- წერს სოსო არჩვაძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930