23-04-2023
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ე.წ. „ქოლცენტრების“ საქმეზე რატი ალექსიძის დაკავებას ეხმიანება და წერს, რომ კეზერაშვილის უდანაშაულობას ვერ გაასაღებთ სულ რომ ბლინკენმა გამართოს პრეს-კონფერენცია.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, არ გაგიკვირდეთ, ხვალ საკუთარი მამიდები რომ გამოფინონ სააშკარაოზე, ოღონდ კეზერაშვილი გაათეთრონ, მაგრამ როგორც ყველაფრისგან სალამური არ ითლება, ისე კეზერასგან ვერ გამოძერწავთ უდანაშაულოს.
„მოსამართლეების თემით ვერ გადაფარეს... კომისიის თემით ვერაფერი ქნეს... კელი დეგნანი ლამის ნაც-მოძრაობის თავმჯდომარე გახადონ და მაინც ვერ ფარავენ კეზერაშვილის თაღლითობას.. ჰო და ახლა, "საზარბაზნე ხორცად" საკუთარი გარემოცვის წევრი გამოაგდეს. თან ყველაზე მაგარი "ნარატივით", მინისტრის ბიძაშვილის ცოლის დის ყოფილი ქმარიო თუ რაღაც ეგეთი სისულელე... ბიჭოოო თქვენ მაგრად გაჟრიალებთ.
კეზერაშვილის უდანაშაულობას ვერ გაასაღებთ სულ რომ ბლინკენმა გამართოს პრეს-კონფერენცია. ეგ ნაგავი თქვენია და თქვენვე მოგიწევთ მაგის ზიდვა!
P.S. არ გაგიკვირდეთ, ხვალ საკუთარი მამიდები რომ გამოფინონ სააშკარაოზე, ოღონდ კეზერაშვილი გაათეთრონ, მაგრამ... როგორც ყველაფრისგან სალამური არ ითლება, ისე კეზერასგან ვერ გამოძერწავთ უდანაშაულოს...“- წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024