24-04-2023
"თბილისი მოლში" 200 კაციანი ჯგუფი აქვს კახი კალაძეს, აი ეს ქოლ-ცენტრები, რომლებიც ურეკავენ პენსიონერებს რა ვიცი, ჩინეთში, გერმანიაში თუ ინგლისში და ფულს სძალავენ" - ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ტელეკომპანია "კავკასია"-ს ეთერში, დავით აქუბარდიასთან სტუმრობისას განაცხადა.
"200 კაციანი ჯგუფი ზის. სამწუხაროდ, ჩვენი მოწინავე ახალგაზრდობაა იქ დასაქმებული, უცხო ენის მცოდნეები და ბავშვებს აწყებინებენ თავიანთ ბიოგრაფიას აი ასე, მაშინ როცა, მათ თავიანთი საუკეთესო წლები ეკარგებათ და ფსიქოლოგიურადაც დიდი დარტყმა ადგებათ. ამ ბავშვების მდგომარეობას ძალიან განვიცდი.
წინაზე რომ დაარბიეს ქოლ-ცენტრები ხომ გახსოვთ, აი იქიდან ბავშვები წაიყვანა კახა კალაძემ და დასვა "თბილისი მოლში"... 200 კაციანი ბრიგადა ჰყავს.
ყველაზე ძვირი ყოფილა პენსიონერის შესახებ მონაცემის, მისი ტელეფონის მოპოვება და ღირებულა 500 ამერიკული დოლარი.
აი ის ბავშვი, საწყალი, გარდაცვლილი რომ იპოვნეს გოგონა, (სავარაუდოდ თამარ ბაჩალიაშვილი რედ.) მაგ მონაცემების ბაზა ჰქონია და დაუკარგავს თუ რაღაც მომხდარა და, როგორც მითხრეს, ეჭვია, რომ ის სწორედ ამ მონაცემთა ბაზას შეეწირა" - განაცხადა ნათელაშვილმა.