24-04-2023
ნებისმიერი პოზიტიური ჩანაწერი, რომელიც შეიძლება გვხვდებოდეს სხვადასხვა რეზოლუციაში სააკაშვილთან, კეზერაშვილთან, გვარამიასთან და სხვებთან დაკავშირებით, ჩვენთვის ნიშნავს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთგვარ გადაწერას, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ პირებს, კონკრეტული დანაშაულები აქვთ ჩადენილი და მათზე საუბარი პოლიტიკურ კონტექსტში დაუშვებელია. ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, "ბიბისი"-ს საგამოძიებო მასალებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი კვლავ განაგრძნობს დანაშაულებრივ საქმიანობას.
„ზოგადად, ნებისმიერი პოზიტიური ჩანაწერი, რომელიც შეიძლება გვხვდებოდეს სხვადასხვა რეზოლუციაში სააკაშვილთან, კეზერაშვილთან, გვარამიასთან და სხვებთან დაკავშირებით, ჩვენთვის ნიშნავს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთგვარ გადაწერას.
ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც მრავალი დანაშაული აქვთ ჩადენილი და შესაბამისად, მათზე საუბარი პოლიტიკურ კონტექსტში არის ჩვენთვის რადიკალურად მიუღებელი. დღეს, იმ ადამიანებმა, რომლებიც ასეთ რეზოლუციებს უჭერდნენ მხარს, მიიღეს კონკრეტული დასტური იმასთან დაკავშირებით, რომ კეზერაშვილი არის კორუმპირებული, მას აქვს უმძიმესი დანაშაულები ჩადენილი და ის კვლავაც განაგრძობს დანაშაულების ჩადენას, ამჯერად უკვე ევროპელი პენსიონერების წინააღმდეგ. მგონი, ბევრისთვის ეს ძალიან კარგი გაკვეთილი იქნება“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
16-11-2024
16-11-2024