გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, მაისი 22, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა არეშიძე: აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებისთვის სალომე ზურაბიშვილს ორიანს ვუწერ, თუმცა ხუთიანს - საგარეო საქმეთა სამინისტროს დროს გაკეთებულ საქმეში

10-08-2018


ექსპერტი მამუკა არეშიძე სალომე ზურაბიშვილის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

არეშიძის თქმით, ამ განცხადებისთვის ზურაბიშვილს ორიანი ეკუთვნის, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს დროს გაკეთებულ საქმეში ხუთიანს უწერს.

„ცოტა გამიკვირდა სალომე ზურაბიშვილისგან ეს განცხადება, რადგან ის არის ადამიანი, რომელმაც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ძალიან ბევრი გააკეთა, რომ შესრულებულიყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საერთაშორისო თანამეგობრობამ, რომლის თანახმად, 2006 წელს ბოლო რუს ჯარისკაცსაც უნდა დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია. ამ საქმეში ზურაბიშვილი იყო ძალიან თანმიმდევრული და პრინციპული. მე ვფიქრობ, ეს მოუფიქრებელი განცხადება იყო. ომი საქართველოს არ დაუწყია. ეს გამოთქმა მოუფიქრებელი და დაუკვირვებელი იყო, მაგრამ სასწორზე დევს, ის რაც მანამდე გააკეთა. ორიანს დავუწერდი ამ განცხადებაში, მაგრამ ხუთიანს მაშინდელ ქმედებაში. ეს რომ ყოფილიყო ჩვეულებრივი პოლიტიკოსის განცხადება და არა საპრეზიდენტო კანდიდატის, გავუტარებდით, მაგრამ ახლა სამწუხაროდ, ამის გატარება ძალიან რთულია. მე მაინც ვურჩევ მის ამომრჩეველს, რომ ამის გამო გულს ნუ აიცრუებენ", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

 

ამასთან, ექსპერტი „ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ „ქართული ოცნება" ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს".

„ნამდვილად ვიცი, რომ ზურაბიშვილს „ქართული ოცნების" ელიტის ერთი ნაწილის მხარდაჭერა აქვს, თუმცა მეორე ნაწილის - არა", - აღნიშნა არეშიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031