26-04-2023
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშეს, გარემოს დაცვის, კავშირის, ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის საკითხებში გუნდის ხელმძღვანელს ლიზე ვანვეიმელბეკეს შეხვდა.
ნინო თანდილაშვილმა შეხვედრაზე ევროინტეგრაციის პროცესში გარემოსდაცვითი მიმართულებით, მათ შორის, გარემოსდაცვითი მმართველობა, ატმოსფერული ჰაერის დაცვა და წყლის რესურსების მართვა, ტყის მდგრადი მართვა და ბიომრავალფეროვნების დაცვა, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა, სამრეწველო საფრთხეები, ქიმიური ნივთიერებებისა და ნარჩენების მართვა, განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.
ნინო თანდილაშვილმა გარემოსდაცვითი მიმართულებით ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
მხარეებმა ევროკავშირის დაფინანსებით ტექნიკური დახმარების ორი პროექტის მიმდინარეობის საკითხებიც განიხილეს. პროექტი „საქართველოში გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერა“მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ევროინტეგრაციის პროცესის გაღრმავებაში ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის პრიორიტეტების გათვალისწინებით, ხოლო პროექტი„საქართველოში ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა“მიზნად ისახავს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და ცირკულარული ეკონომიკის შემდგომი განვითარების მხარდაჭერას.
შეხვედრას „საქართველოში გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერა“ ტექნიკური დახმარების პროექტის გუნდის ლიდერი რობ ბაქსი ესწრებოდა.
16-11-2024
16-11-2024