გაიგე განსხვავებული

შაბათი, მაისი 24, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა არეშიძე: საქართველოს პრეზიდენტმა მისი მთავარი ფუნქცია წარმოადგინოს ქვეყანა, არ უნდა შეურაცხყოს  

10-08-2018


ექსპერტის, მამუკა არეშიძის განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მთავარი ფუნქცია და უფლება არის - საქართველოს წარმოადგენდეს როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით.

 

„ერთხელ ჟურნალისტებმა ბრალი დამდეს იმაში, რომ მაესტროს ეთერში განვაცხადე, რომ არსებობს უცხოეთიდან მოსული წერილები, რომლებიც მის (მარგველაშვილის) ასე ვთქვათ, არაკორექტულ ქმედებებზე მიანიშნებს. მიუხედავად იმისა, რომ კითხვები ბევრი იყო, მე არ მქონდა სურვილი განმემარტა რა ეწერა ამ წერილებში და ზუსტად ამ ერთ-ერთი წერილის შინაარსი იყო გამოტანილი იმ ინფორმაციაში, რომელიც გავრცელდა სოციალურ ქსელში. სამწუხარო ფაქტია. საქართველოს პრეზიდენტს აქვს შეზღუდული უფლებები. მისი მთავარი ფუნქცია და უფლება არის - საქართველოს წარმოადგენდეს როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით“- განაცხადა არეშიძემ.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031