გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა სეფაშვილი: ეს კვლევები არის ის, რისი მიღწევაც უნდათ - ცდილობენ საზოგადოებაში დათესონ აგრესია, შფოთი, დაპირისპირება

27-04-2023

"ეს კვლევები არის ის, რისი მიღწევაც უნდათ. ახლა ცდილობენ საზოგადოებაში დათესონ აგრესია, შფოთი, დაპირისპირება, იმავე ჰომოფობიურ განცხადებებს აკეთებენ. ვითომდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი მატულობს, რაც ასევე სიმართლე არაა. თითქოს ქართულ საზოგადოებას უნდა ის პოლიტიკოსები, რომელთაც (ყველას არ ვგულისხმობ) რეალურად რეიტინგი საერთოდ არ აქვთ და ამტკიცებენ ისეთ ბანალურ ჭეშმარიტებებს, რაც ამ კვლევის გარეშეც ვიცით და არანაირი დამტკიცება არ სჭირდება", - ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" წევრი ეკა სეფაშვილი ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ IRI-ს კვლევასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილს.

 

სეფაშვილის თქმით, გამოქვეყნებული კვლევები არა საზოგადოების აზრის კვლევას, არამედ ხალხისთვის მათი სურვილების შეთავაზებას ემსახურება.

 

„ბატონ ზაზას აბსოლუტურად ვეთანხმები ყველა დასკვნაში იმიტომ, რომ მეც ზუსტად იგივე შეფასებები მაქვს. ეს კვლევები არის ის, რისი მიღწევაც უნდათ.

 

ახლა ცდილობენ საზოგადოებაში დათესონ აგრესია, შფოთი, დაპირისპირება, იმავე ჰომოფობიურ განცხადებებს აკეთებენ. ვითომდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი მატულობს, რაც ასევე სიმართლე არაა. თითქოს ქართულ საზოგადოებას უნდა ის პოლიტიკოსები, რომელთაც (ყველას არ ვგულისხმობ) რეალურად რეიტინგი საერთოდ არ აქვთ და ამტკიცებენ ისეთ ბანალურ ჭეშმარიტებებს, რაც ამ კვლევის გარეშეც ვიცით და არანაირი დამტკიცება არ სჭირდება. მაგალითად, იმას, რომ საქართველოს მოსახლეობას ევროპაში ინტეგრაცია მიაჩნია ნომერ პირველ ამოცანად, - ეს ჩვენც ვიცით და მმართველი პარტია სწორედ იმიტომ არის ხელისუფლებაში, რომ ქართველი ხალხის ამ სურვილს ეხმაურება და ახორციელებს ყოველდღიურად. როგორც ჩანს, ამ კვლევით შემოთავაზებული იყო მათი ფარული სურვილი.

 

თურმე ქართველ მოსახლეობას არ აღელვებს ოკუპაციის საკითხები - ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ის, რომ ჩვენთვის ოკუპაციისა და ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების საკითხი არის ნომერ პირველი ამოცანა, სტრასბურგში ამ სესიის განმავლობაში ჩვენი დელეგაციის მონაწილეობის ერთ-ერთი ლაიტმოტივი იყო. აქვე შეგახსენებთ, რომ რეიკიავიკის სამიტის დეკლარაციაში სწორედ ქართული დელეგაციის ძალისხმევით შევიდა ის პუნქტი, რომელიც ეხებოდა რუსეთის აგრესიას საქართველოს წინაშე. გუშინ მე ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს დავუსვი კითხვა იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს საერთაშორისო საზოგადოება ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - განაცხადა მედიასთან ეკა სეფაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930