27-04-2023
შვედეთში ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრები გამართა შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერებთან - იულია კრონლიდთან და შერსტინ ლუნდგრენთან, შვედეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, გუდრუნ ბრუნგორდთან და ჯგუფის წევრებთან.
შეხვედრებზე განიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების პროცესი და განხორციელებული რეფორმები. საუბარი აგრეთვე შეეხო უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიას და მის გავლენას ევროპულ უსაფრთხოებაზე.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები.
„შვედეთის პარლამენტში გამართულ შეხვედრებზე, ჩვენს კოლეგებს მივაწოდეთ ინფორმაცია როგორც საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული პირების, ასევე უკრაინელი ლტოლვილების მდგომარეობის შესახებ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
შვედეთის პარლამენტში გამართულ შეხვედრებისას, ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს როლი და შუა დერეფნის პოტენციალის სრულად ათვისება.
პარლამენტში გამართულ შეხვედრებში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ელჩი შვედეთის სამეფოში, ირაკლი ხუცურაული.
16-11-2024
16-11-2024