გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა სეფაშვილი: სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 129 მილიონ ევროზე მეტის გადახდას აკისრებს, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების საკითხში

28-04-2023

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთს საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ 129 მილიონ ევროზე მეტის გადახდას აკისრებს, ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა და დაადასტურა შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომ დიახ, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში 2008 წელს ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების, ღირსების შემლახავი მოპყრობის მთელ რიგ საშინელ დანაშაულებს, - ამის შესახებ რადიო „ფორტუნასთან“ „ხალხის ძალის“ წევრმა და დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების საკითხში.


„რა თქმა უნდა, ეს კომპენსაცია ვერ ასახავს იმ ზიანს, რაც მოქალაქეებმა ამ პერიოდში მიიღეს, თუმცა, ეს არის ერთგვარი სიმბოლური აქტი იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის დანაშაულს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ აღიარებს და ადასტურებს. ეს არის ერთ-ერთი ის სამართლებრივი ბერკეტი, სამართლებრივი გადაწყვეტილება, რომელიც, საბოლოო ჯამში, საქართველოს დაეხმარება მშვიდობიანი გზით აღადგინოს ჩვენი იურისდიქცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.


შეგახსენებთ, რომ გასულ წლებში, მსგავსი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, სადაც, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსეთის წინააღმდეგ ასევე საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანეს გადაწყვეტილება, რომელიც სწორედ იმას აღიარებდა, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ასე, რომ ეს შეგვიძლია განვიხილოთ ერთი ნაბიჯი ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების საკითხში“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930