გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია აწარმოებს აქტიურ კამპანიას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ - ჩვენ მაინც გვაქვს იმედი, რომ შარშანდელი წლისგან განსხვავებით, დეკემბერში სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული

29-04-2023

რადიკალური ოპოზიცია აწარმოებს აქტიურ კამპანიას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ და ისინი ვერც მალავენ, რომ აქვთ ასეთი გათვლა: როდესაც არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს საქართველო ამა წლის დეკემბერში, მათ უნდა გამოიყენონ ეს ფაქტი არეულობის მოსაწყობად ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ამის გამო აწარმოებენ კამპანიას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციის რადიკალური ნაწილის გეგმები, ყველა შემთხვევაში წარუმატებლობისთვის არის განწირული. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მიმდინარე წლის დეკემბერში, კანდიდატის სტატუსს მიიღებს „ყველა შემთხვევაში ,მათი გეგმები არის წარუმატებლობისთვის განწირული. ჩვენ, რა თქმა უნდა, არავის მივცემთ ქვეყნის არევის შესაძლებლობას. დაველოდოთ დეკემბერს, მაინც გვაქვს იმედი, რომ დადებითი, სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული , განსხვავებით შარშანდელი წლისგან. ყოველ შემთხვევაში, ასეც და ისეც, ოპოზიციის ეს გეგმები, განწირულია ფიასკოსთვის.“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ოპოზიცია ეცდება პროცესების ქუჩაში გადატანას, თუმცა, ისევე როგორც წინა შემთხვევებში, სახელმწიფო სტაბილურობას დაიცავს.

 

„ამას [პროცესების ქუჩაში გადატანას] ეცდებიან, ამისთვის ამზადებენ აქტივს, მათ შორის, „მოლოტოვის კოქტეილებით“ აგრესიული ქმედებებისთვის - ეს არის მათი გეგმები, რაზეც ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ, ბევრი ინფორმაცია გავრცელდა საზოგადოებისათვის. ამისთვის ისინი ემზადებიან, თუმცა, სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე და როგორც წინა შემთხვევებში არ მიეცა არავის ქვეყნის არევის საშუალება, ასევე იქნება ეს მიმდინარე და მომდევნო წლებშიც - რადიკალებს ვერ მივცემთ ქვეყნის არევის საშუალებას“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031