30-04-2023
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგები გააცნო საზოგადოებას.
როგორც ცესკოში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, არჩევნებში მონაწილეობა სულ 55 363 მოქალაქემ მიიღო, ყველაზე მაღალი აქტივობა კი ახალციხეში დაფიქსირდა, სადაც საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა 47.8 % მივიდა.
კალანდარიშვილი აღნიშნავს, რომ ეს პირველი არჩევნებია, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციამ ელექტრონული ტექნოლოგიები ფართო მასშტაბით გამოიყენა.
117 უბნის დათვლით, პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები ასეთია:
№ 21 - ბესიკი წულეისკირი („თავისუფალი საქართველო”) 1 208 ხმა, 4.67 %
№41 გიორგი ხახუბია ( „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 24 646 ხმა, 95.33 %
ხოლო საკრებულოების შუალედური არჩევნების შედეგად წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:
◾ გურჯაანი
№ 41 ზურაბი მუხულიშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 1 347 ხმა
◾თიანეთი
№41 იოსებ მათურელი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 345 ხმა
◾ახალციხე
№ 41 როინ ნებაძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 463 ხმა
◾ ტყიბული
№41 გიორგი კერესელიძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 1 321 ხმა
№51 გიორგი გაგოშიძე (საინიციატივო ჯგუფი ) 204 ხმა
◾ქუთაისი
№ 41 მიხეილი გიორგაძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 5 331 ხმა.
რაც შეეხება მერების რიგგარეშე არჩევნებს, წინასწარი შედეგები ასეთია:
◾ცაგერი
№41 ლევან ზალკალიანი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 2 158 ხმა
◾თერჯოლა
№41 მანუჩარ რობაქიძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) - 9 559 ხმა
„ამ დროისთვის, საარჩევნო უბნებს საქმიანობა არ დაუსრულებიათ, ვინაიდან აპარატების მიერ ხმების დათვლის გარდა, კომისიები დამატებით, ხელით გადაითვლიან შედეგებს, რის შემდეგაც შედგება შემაჯამებელი ოქმები. სიახლეა შემაჯამებელი ოქმების გადმოგზავნასთან დაკავშირებით - ოქმები პლანშეტის საშუალებით, საოლქო საარჩევნო კომისიების გვერდის ავლით, პირდაპირ ცესკოში გადმოიგზავნება, რაც კიდევ უფრო ამცირებს შედეგების დამუშავების და შემდგომი გამოქვეყნების დროს“, - აცხადებს თავმჯდომარე.
16-11-2024
16-11-2024