1-05-2023
“მაშინ, როცა ქართული სახელმწიფო ემზადება "ევროპული გამოცდისთვის" ოპოზიცია კვლავ პოლიტიკურ შატალოზეა და საზოგადოებაში ნაკლებად ცნობადი ადამიანებით მანიპულირებენ. ატარებენ რა საჯარო ლექციებს საკუთარ მხარეზე ახალგაზრდების პოლიტიკურად მოსაქცევად”-ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი წერს, რითაც ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის ვიდეო-მიმართვას ეხმიანება.
როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ქართული სახელმწიფოს სახელისუფლებო გუნდის მხრიდან საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმები გრძელდება.
ამ დიდ საქმიან ჭიდილში ქართული ოპოზიცია კვლავ უფუნქციოა, უფრო სწორად ანტისახელმწიფოებრივი გათვლებით შესაფერის დროს ელოდება.
“ევროპის კავშირში სრულფასოვანი ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ჩვენი ეს ისტორიული არჩევანი საქართველოს კონსტიტუციით - ქვეყნის უზენაესი კანონითაა განმტკიცებული, რაც გულისხმობს კონსტიტუციური ორგანოების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომის მიღებას ევროკავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. საქართველოსათვის ევროკავშირში წევრობა ნიშნავს სამართლის უზენაესობაზე დაფუძნებული დემოკრატიული ინსტიტუტების საბოლოოდ ჩამოყალიბებას და თავისუფალი, უსაფრთხო, სამართლიანი გარემოს ფარგლებში საქართველოს მოქალაქეების განვითარებისათვის, კეთილდღეობისათვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. შეცვლილი გეოპოლიტიკური კონიუნქტურა ევროკავშირის ლიდერებს უბიძგებს ტრანსფორმაციისაკენ, შეიქმნას მოქნილი სისტემა მათ შორის გაფართოების კონტექსტში, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებთანაც თანამშრომლობა სტრატეგიულ საკითხებზე წლებს ითვლის.
კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ქართული სახელმწიფოს სახელისუფლებო გუნდის მხრიდან საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმები გრძელდება, რათა შეიქმნას მყარი საფუძველი ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისათვის, ხელისუფლებამ უკვე შეძლო და გამოკვეთა ქვეყნის სტრატეგიული საჭიროება (ნათლად აჩვენა რომ საქართველოს თავისი სტრატეგიული როლით შეუძლია კონკრეტული სარგებელი მოუტანოს მთლიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპას). ამ დიდ საქმიან ჭიდილში ქართული ოპოზიცია კვლავ უფუნქციოა, უფრო სწორად ანტისახელმწიფოებრივი გათვლებით შესაფერის დროს ელოდება. და მაშინ როცა ქართული სახელმწიფო ემზადება "ევროპული გამოცდისთვის" რასაც 12 რეკომენდაციის კარგად შესრულება ჰქვია, ოპოზიცია კვლავ პოლიტიკურ შატალოზეა და საზოგადოებაში ნაკლებად ცნობადი ადამიანებით მანიპულირებენ ატარებენ რა საჯარო ლექციებს საკუთარ მხარეზე ახალგაზრდების პოლიტიკურად მოსაქცევად. ქართული ოპოზიცია მარტივი მაგალითია იმისა თუ როგორ არ უნდა აკეთო საქმე და მაინც საქმიანი იმიჯით იარო. ეს ადამიანიც ალბათ საკუთარ საჯარო გამოსვლაში ისაუბრებს იმაზე, რომ ევროპის კავშირში სრულფასოვანი ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, მაგრამ ვეჭვობ სახელისუფლებო გუნდის მიერ ამ მიმართულებით გაწეულ სამუშაოზე სიტყვა დასცდეს. რატომ?! სხვაგვარად დაუკვეთეს და იმიტომ!”- წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
16-11-2024
16-11-2024