გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლატვიის სოფლის საკონსულტაციო და სასწავლო ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

2-05-2023

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი და სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლაშა ინაური ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლატვიის სოფლის საკონსულტაციო და სასწავლო ცენტრის საბჭოს თავმჯდომარეს მარტიშ ციმერმანს შეხვდნენ.


სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ლატვიის მხარის წარმომადგენლებს ქართულმა მხარემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც საქართველოში ფერმერების შესაძლებლობების გაძლიერებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით განათლების ხელშეწყობისთვის ტარდება.


შეხვედრაზე მხარეებმა გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები განიხილეს. როგორც აღინიშნა, ლატვიის სოფლის საკონსულტაციო და სასწავლო ცენტრი ჩართულია ევროკავშირის ინიციატივებსა და პროექტებში.


ლატვიის სოფლის საკონსულტაციო და სასწავლო ცენტრის მხრიდან ამ მიმართულებით საქართველოსთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოითქვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930