5-05-2023
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა და კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ სოფელ ზემო ხანდაკში ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გახსნეს.
გახსნის ღონისძიებას რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, მერის პირველი მოადგილე დავით ქისიშვილი, კასპის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და აღსაზრდელების მშობლები დაესწრნენ.
პროექტის ფარგლებში შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მოეწყო ეზო და დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები. საბავშვო ბაღი სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.
აღსანიშნავია, რომ ორსართულიან შენობას ათეული წლებია რეაბილიტაცია არ ჩატარებია, შესაბამისად, ბავშვებს არასათანადო პირობებში უწევდათ განათლების მიღება. "მინდა, პირველ რიგში, განახლებული საბავშვო ბაღის გახსნა მივულოცო პატარებს, მათ პედაგოგებსა და მშობლებს. დღეიდან ზემო ხანდაკში მცხოვრებ ბავშვებს განახლებული და კეთილმოწყობილი საბავშო ბაღი მოემსახურება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ჰქონდეთ ყველა შესაბამისი პირობა, რომ შეძლონ უსაფრთხო, ხარისხიან და კეთილმოწყობილ გარემოში განათლების მიღება. აქვე აღვნიშნავ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით წელს რეგიონის მასშტაბით კიდევ არაერთი საბავშვო ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია იგეგმება." - აღნიშნა მხარის რწმუნებულმა.
"სოფელ ზემო ხანდაკში განახლებული, ახალი ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვილი საბავშვო ბაღი გავხსენით. შენობის გარდა მოეწყო ეზო, დამონტაჟდა ბავშვთა გასართობი საშუალებები. ამ ეტაპზე 65 ბავშვია რეგისტრირებული და იმედია მაქვს, რომ კონტიგენტი კიდევ უფრო გაიზრდება“ - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, რომლის ბიუჯეტიც 751 662 ლარს შეადგენს.
16-11-2024
16-11-2024