გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა: ელისო კილაძეს და მის პარტნიორებს იმ თემის გადაფარვა უნდათ, რასაც მათ მმართველობაში არსებული, უბინძურესი ფულის შოვნის ბიზნესი ქოლ-ცენტრი ჰქვია

7-05-2023

“მეტი რა უნდა გააკეთოს ამ მორალისგან და სინდისისგან დაცლილმა ქალმა, რომ განიკვეთოს საზოგადოებისგან. თურმე შოკშია და გული ხელით უჭირავს, ისეთი მძიმე დანაშაული ამხილა, პედოფილიის შემთხვევა ვანის ერთ-ერთ სოფელში, არა და მისი მოწინააღმდეგების ბავშვების ბულინგი ხომ მისი მოგონილია”- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა ელისო კილაძის შესახებ.

 

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ელისო კილაძეს და მის პატრონებს ვანში მომხდარი შემზარავი ფაქტით სურთ გადაფარონ ქოლცენტრების საქმე.

 

“მეტი რა უნდა გააკეთოს ამ მორალისგან და სინდისისგან დაცლილმა ქალმა, რომ განიკვეთოს საზოგადოებისგან. მის ლაივ-ჩართვასაც ვუსმინე, ამდენი ფარსი და მანიპულაცია თუ შეეძლო ადამიანს ვერ წარმოვიდგენდი, თურმე შოკშია და გული ხელით უჭირავს, ისეთი მძიმე დანაშაული ამხილა, პედოფილიის შემთხვევა ვანის ერთ-ერთ სოფელში, არა და მისი მოწინააღმდეგების ბავშვების ბულინგი ხომ მისი მოგონილია.

 

ამჟამად რას ემსახურება მისი ასეთი აღშფოთება, აქ მარტივად არის საქმე, მას და მის პარტნიორებს იმ თემის გადაფარვა უნდათ, რასაც მათ მმართველობაში არსებული, უბინძურესი ფულის შოვნის ბიზნესი ქოლ-ცენტრი ჰქვია. პედოფილია ისეთი თემაა ყვავი-ჩხიკვის მამიდა კი არა, საკუთარმა შვილმაც რომ ჩაიდინოს მსგავსი დანაშაული ვერავინ ააცილებს უმკაცრეს დასჯას. ასე რომ ეს გალიაში გამომწყვდეული, ადამიანადწოდებული უკვე ყოველდღე ხვრიტავს ფსკერს და ეს უნდა დამთავრდეს!“- წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930