8-05-2023
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებას ეხმიანება, სადაც დეკანოიძე ამბობს, რომ არახამიას დედმამიშვილები არ ჰყავს და ამით უარყოფს ფაქტს, რომ აღმაშენებლის გამზირზე, შენობის ის ნაწილი, სადაც სავარაუდოდ „ქოლ-ცენტრებთან" დაკავშირებული სპეცოპერაცია ჩატარდა, დავით არახამიას ძმის მფლობელობაშია.
„ბევრი იფიქრა, თუ ცოტა, ხატია დეკანოიძემ ასეთი გაპრავება მოიფიქრა. თურმე არახამიას მამის შვილი ძმა არ ყოფილა... ყველაფერი მესმის, მაგრამ უსამშობლო პოლიტიკანების და ქართველთმოძულეების გაპრავებით თავს რატომ ირცხვენთ, ამას ვერასოდეს გავიგებ, თუ თქვენც არ იკვებებით იმ ფულით, რომლითაც არახამია ევროპელ პენსიონერებს ძარცვავდა..." - წერს ქადაგიძე facebook - ზე.
16-11-2024
16-11-2024