8-05-2023
„ის ლაპარაკობდა, როგორც რუსეთთან ომში წარმატებული ქვეყნის ერთ-ერთი ჩინოვნიკი, თითქოს მათ უკვე გაიმარჯვეს და კვლავ მიუბრუნდნენ საქართველოს, მოიცალეს მისთვის. შეიძლება ეს განცხადება იყოს ნაწილობრივ მცდელობა მისი გვარის გადაფარვის, მაგრამ ეს არის ზღვაში წვეთი," - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ ისაუბრა „ხალხის ძალის“ წევრმა და ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა, რომელიც დავით არახამიას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, არახამიას განცხადება იყო კონკრეტული გზავნილი საქართველოს მოქმედი ხელისუფლების და ხალხის მიმართ და მას ეს დავალება საქართველოში და უკრაინაში მოქმედმა აშშ-ს ელჩებმა მისცეს.
„არახამია არის უკრაინული ხელისუფლების ერთ -ერთი ნომინალურად მოქმედი წამყვანი პირი. ის ახმოვანებს უკრაინის ხელისუფლების პოზიციას? -ის ახმოვანებს კიევში აშშ-ს ელჩის და საქართველოში აშშ-ს ელჩის პოზიციას იმიტომ, რომ ის არის მათი აგენტი. მათ მისცეს დავალება, დროაო და მან გააღო პირი. გააღო პირი რის შემდეგ? როდესაც აშშ-ს გაღიზიანებულმა ელჩმა დაინახა 30 აპრილს 50 ათასი ქართველი პატრიოტი ადამიანი, რომელიც ითხოვს ქართველობას, სუვერენიტეტს, როგორც დე იურე, ასევე, დე ფაქტო დამოუკიდებლობის დაცვას საკუთარ ქვეყანაში.
ეს იყო მისთვის გამაღიზიანებელი. ამ ადამიანს წესით უნდა აწუხებდეს, რა ხდება ბახმუტში კონტრშეტევის მომზადებასთან დაკავშირებით, რამდენად მზად არის მისი საკუთარი ქვეყანა ამ აგრესიის მოსაგერიებლად. ის ლაპარაკობდა, როგორც რუსეთთან ომში წარმატებული ქვეყნის ერთ-ერთი ჩინოვნიკი, თითქოს მათ უკვე გაიმარჯვეს და კვლავ მიუბრუნდნენ საქართველოს, მოიცალეს მისთვის. შეიძლება ეს განცხადება იყოს ნაწილობრივ მცდელობა მისი გვარის გადაფარვის, მაგრამ ეს არის ზღვაში წვეთი. ძირითადი დავალება იყო მიცემული მისთვის. მან ეს დავალება შეასრულა, ისევ უკბინა რამდენიმე კომპონენტში საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს.
რაც შეეხება სანქციების საკითხს, თურმე არახამია წყვეტს აშშ-ს, ევროპის, კანადის, ავსტრალიის ჩინოვნიკის მაგივრად, ვინ შეიყვანოს ამ სანქციებში და ვინ არა მიფრთხილდით, მე ვარ ძალიან საშიში თქვენთვის - ეს მესიჯი იყო მისგან. მე მინდა სანქციებს დავუბრუნდე, როდესაც შარშან სექტემბერში ვიქტორია ნულანდმა, ბლინკენის მოადგილემ განაცხადა, რომ კიევში აგზავნიდა სოლიდურ აუდიტორულ დელეგაციას, რომელსაც უნდა გამოეკვლია, ეს ოფლით ნაშოვნი სამხედრო და ჰუმანიტარული დანიშნულების ტვირთები რატომ ხვდებოდა აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე, ამაზე საქართველოს მხარეც არის დაინტერესებული იმიტომ, რომ იმ ჰუმანიტარული ტვირთების ნომერი პირველი გამგზავნი ვიყავით თავისი მოცულობით მთელი თვეების განმავლობაში (მათ შორის ჩემი ოჯახის წევრების მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი), რომელიც გავუგზავნეთ უკრაინელ ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს - ვიღაც ნაძირალები ქაჩავენ გასაყიდად და ისევ და ისევ თავისი პირამიდის გასამდიდრებლად - ეს მეც მაინტერესებს.
კეთილი ინებონ, გაასაჯაროონ ეს ინფორმაცია. გავიდა 8 თვე ვერ დაადგინეს? სად, რომელი მატარებლით რა და როგორ გავუშვეს? ამიტომ მოგვეცით დამნაშავე მხარის გვარები, აქეთ ვიფიქრებთ მათ დასანქცირებაზე ჩვენ ქართველები და ხელისუფლება. ასე ერთ კარში ფეხბურთის თამაში არ შეიძლება, ამოვიდა ყელში“, - განაცხადა დავით ქართველშვილმა.
16-11-2024
16-11-2024