გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: თბილი შეხვედრა გვქონდა მალტის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ევროპული ინტეგრაციის გზაზე უპირობო მხარდაჭერა გვაქვს

8-05-2023

თბილი შეხვედრა გვქონდა მალტის პარლამენტის თავმჯდომარესთან. აბსოლუტური და უპირობო მხარდაჭერა გვაქვს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.


მისივე თქმით, მალტელ კოლეგასთან სხვადასხვა საკითხის ირგვლივ შინაარსობრივი საუბარი ჰქონდა.


„ძალიან შინაარსობრივი საუბარი გვქონდა, მათ შორის მალტის გამოცდილებაზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ვფიქრობ, ეს გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია. მიხარია, რომ ბევრი საერთო საკითხი გამოვნახეთ და მათი მხრიდან აბსოლუტური მხარდაჭერა გვაქვს არა მხოლოდ ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინსვლის კუთხით, არამედ საქართველოს ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანების თვალსაზრისით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31